New York
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი საერთაშორისო ინტერვიუ !!!
19 Feb. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 468
ავტორინათია ჩაჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი საერთაშორისო ინტერვიუ !!!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირველი საერთაშორისო ინტერვიუ !!!

"ამერიკის შეერთებული შტატების დაბრუნდა და მზად არის ჩაერთოს ყველა იმ საერთაშორისო პროექტში, რომლის მისიაც სამყაროს კეთილდღეობაა"- https://www.bbc.com/news/world...ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ენტონი ბლინკენმა ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ვრცელი ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, კოვიდ -19 თან ბრძოლაში, კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად და ირანის ბირთვული პროგრამის შესაკავებლად. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"- ისთან საუბრისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. ბლინკენმა ჩინეთი ახსენა კორონავირუსის კონტექსტშიც და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პეკინი საერთაშორისო საზოგადოებას ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის. ბრიტანულ მაუწყებელთან საუბრისას, ბაიდენის მთავრობის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკაც გააკრიტიკა .