New York
ნიშნავს თუ არა ვაქცინა და ვაქცინაცია პანდემიის დასასრულს ?
20 Feb 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 1173
ავტორინათია ჩაჩავა

ნიშნავს თუ არა ვაქცინა და ვაქცინაცია პანდემიის დასასრულს ?

ზიმბაბვე, სამხრეთ სუდანი , ნიგერია - ეს იმ ღარიბი ქვეყნების არასრული ჩამონათვალია სადაც კოვიდ -19 ზე ვაქცინაცია დაიწყო. ღაირბი ქვეყნების ნაწილმა მიიღო რუსული " სპუტნიკი" და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი " ასტრაზენეკა" , ასევე " პფაიზერი" . საქართველო ? - საქართველო ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმშია. ცნობისთვის ; ვაქცინაცია დაიწყო მეზობელ თურქეთშიც, ასევე აზერბაიჯანში, ბელორუსშიც . დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების ნაწილმა ვაქცინაცია დაიწყო, ვაქცინის შესყიდვა და მიწოდება მსოფლიოში ჯერ ისევ სერიოზული პრობლემაა და როგორც ჩანს ვაქცინის ნაციონალიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. არსებული ვითარების გამოსასწორებლად, ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდ ვაქცინის გლობალური პროგრამის გასავითარებლად 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს, თუმცა მანამდე ვაშინგტონში ისიც აღინიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ღარიბ ქვეყნებს აშშ მანამ არ გაუნაწილებს, სანამ ამერიკელთა უმეტესობა ვაქცინაციას არ გაივლის. ამ განცხადების მიუხედავად, განვითარებულ ქვეყნებში ასევე ძლიან კარგად ესმით, რომ თუ ღარიბი და განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდება დროულად არ/ვერ მოხერხდა, ეს მსოფლიოს გაცილებით სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს ვიდრე ანდემიიდან დაწყებული დღემდე. ახალი კვლევები აჩვენებს რომ თუ ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები ვაქცინაციას დროულად არ დაიწყებენ, ხაგნრძლივ ვადიან პერსპექტივაში მდიდარ ქვეყნების გაცილებით დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ. რატომ? იმ შემთხვევაშიც კი თუ მდიდარი ქვეყნები ვაქცინაციას წარმატებით განახორციელებენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი ვირუსი გავრცელებას ისევ განაგრძობს, პანდემიას კი დასასრული არ ექნება. !!!

მთავარი გამოწვევა ჯერ- ჯერობით ისევ ვაქცინის წარმოების მასშტაბი და მიწოდებასთან დაკავშირებული ხელისშემშლელი ფაქტორებია.

გარდა ამისა, წინასწარი კვლევები აჩვენებს რომ ბაზარზე უკვე არსებული ვაქცინებიდან მაღალეფექტიანობით მხოლოდ დასავლური ვაქცინები გამოირჩევა. საზოგადოებისა და სპეციალისტების დიდ ნაწილში უნდობლობა აქვს რუსულ ვაქცინა " სპუტნიკს" და ასევე ჩინურ ვაცქინებს, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებმა ამ ვაქცინებს "მწვანე შუქი აუნთეს".