New York
ჯო ბაიდენის საიმიგრაციო კანონ-პროექტის ნაწილი კანონად მტკიცდება???
21 Mar. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 8790
ავტორინათია ჩაჩავა

ჯო ბაიდენის საიმიგრაციო კანონ-პროექტის ნაწილი კანონად მტკიცდება???

ჯო ბაიდენის საიმიგრაციო კანონ-პროექტის ნაწილი კანონად მტკიცდება??? აშშ-ს პრეზიდეტის მასშტაბურ საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით სიახლეა!!! ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიონობით არალეგალი მიგრანტის ოცნება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა.ცოტა ხნის წინ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი დაამტკიცა. როგორია აშშ-ს პრეზიდენტის ყოვლის მომცველი საიმიგრაციო კანონ-პროექტის სრულად მხარდაჭერის შანსი, რას ამბობენ კონგრესმენები და რა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ეხებათ კანონ-პროექტის ის ნაწილი, რომელსაც სენატორებმა 18 მარტს უყარეს კენჭი. “მედიალინკი”გთავაზობთ მომდევნო სტატიას აშშ-ს საეიმიგრაციო რეფორმაზე .

228 ხმით (ძირითადად დემოკრატები, საყურადღებოა რომ მხარდამჭერთა შორის იყო 9 რესპუბლიკელი სენატორიც)197 ის წინააღმდეგ , წარმომადგენელთა პალატამ 18 მარტს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი დაამტკიცა. (დოკუმენტს საბოლოო მხარდაჭერისთვის რესპუბლიკელების 10 ხმა სჭირდება) კანონპროექტის მიხედვით, მილიონობით არალეგალ მიგრანტს საშუალება ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად იცხოვროს და დასაქმდეს. ცხადია, რომ ამ ამერიკული ამერიკული ოცნების ახდენისთვის ემიგრანტები კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

რომელ ნაწილს უყარეს კენჭი და ვის ეხება აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული კანონპროექტი?

კანონ პროექტის სახელწოდება ასეთია : " ამერიკული ოცნებისა და დაპირების აქტი. ასევე, სამეურნეო სფეროში დასაქმებული სამუშაო ძალის მოდერნიზების აქტი. საყურადღებოა, რომ  “ამერიკული ოცნებისა და დაპირების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს დროებითი რეზიდენტის სტატუსის მინიჭებას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე მოხვდა არალეგალურად არასრულწლოვნობის ასაკში. ოფიციალური მონაცემებით, ასეთი ადამიანების რიცხვი 2,5 მილიონია. საყურადღებოა, რომ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მხარდაჭერილ ამ კანონპროექტში საუბარია სრული გრაფიკით (24/7) დასაქმებული მომვლელებისთვის (მოხუცის, ბავშვის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანის მომვლელის) ლეგალური სტატუსის მინიჭებაზეც.  იხილეთ დოკუმენტი : "ამერიკული ოცნების და დაპირების აქტი 2021, გვ 22" .

მერე კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ში ლეგალური სტატუსისი მიღების უფლება  ექნებათ სამეურნეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს. ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 247 მა კანონმდებელმა 174 ის წინააღმდეგ.

აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ჯო ბაიდენმა . პრეზიდენტმა   ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად საჭიროა დოკუმენტის დამტკიცება და რაოდენ მნიშვნელოვანია კონკრეტულ სფეროში დასაქმებული მიგრანტებისთვის ლეგალური სტატუსი.