New York
აშშ მექსიკის საზღვარი. მიგრანტების არასრულწლოვანი შვილები აშშ-ს მთავრობის დახმარების მოლოდინში!!!
14 Mar. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 252
ავტორინათია ჩაჩავა

აშშ მექსიკის საზღვარი. მიგრანტების არასრულწლოვანი შვილები აშშ-ს მთავრობის დახმარების მოლოდინში!!!

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექიკის საზღვარს მიგრანტების ტალღა მიაწყდა.მექსიკისა და ლათინო-ამერიკის სხვა ქვეყნების მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეღწევასა და თავშესაფრის მიღებას ითხოვენ.საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში ათასობით ადამიანი გაუსაძლის პირობებში ათევს ღამეს.განსაკუთრებით მძიმეა მშობლების/მეურვეების გარეშე დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა.ტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" ცოტა ხნის წინ მოიპოვა ვიდეო კადრები , რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე,მიგრანტების შვილების გაუსაძლის ყოფას ასახავს.სასაზღვრო პოლიციის ცნობით,მიგრანტების რაოდენობა საზღვარზე დღითი დღე იზრდება.უფლებადამცველები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც მშობლების/მეურვეების გარეშე დარჩენილი ბავშვები ათევენ, კანონით განსაზღვრულ ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.გარდა ამისა, ბავშვების საზღვარზე ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება კანონით დაშვებულ 72 საათს.მიგრანტების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ს მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ასევე აცხადებენ, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება ბაიდენის ადამინისტრაციისთვის დიდი გამოწვევაა. რამდენიმე დღის წინ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე,პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა:ჯენ პსაკიმ აღნიშნა,რომ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებისგან თავშესაფრის მოთხოვნისთვის ყველაზე შეუფერებლი დროა.