New York
რას ნიშნავს ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება ინდოეთისთვის?!!
12 Dec. 2020
კატეგორიაამერიკის ამბები
ნახვები: 355
ავტორინათია ჩაჩავა

რას ნიშნავს ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება ინდოეთისთვის?!!

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბირთვული კლუბის წევრ ინდოეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სავარაუდოდ  აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ინდური წარმომავლობაც იქნება. ინდოელი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ინდოეთი დარჩება ამერიკის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ როგორც ჩინეთთან წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით, ისე გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებითაც. ანალიტიკოსების აზრით, ბაიდენის  პრეზიდენტობის პერიოდში გაგრძელდება ქვეყნებს შორის, ტრამპის ადმინისტრაციისას გაფორმებული ორ მხრივი შეთანხმებების უმეტესი ნაწილი როგორც სამხედრო ისე სავაჭრო სფეროში. ასე რომ, ინდოეთთან მიმართებაში, ვაშინგტონის პოლიტიკაში ძირეული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

თუ ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ღირებულებებსა და მუშაობისას ძირითად მიმართულებებს გადავხედავთ, მოსალოდენლია, რომ ჯო ბაიდენი და მისი გუნდი  ძირითად აქცენტს გააკეთებენ ინდოეთში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე და პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის  მთავრობას ამ მიმართულებით აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ  ექსტრემისტი ჰინდუსი ჯგუფების მხრიდან, რელიგიური მოტივით, უმცირესობის წარმომადგენლებზე (მეტწილად, მუსლიმებზე) გახშირებული თავდასხმები არაერთხელ დაგმო  კამილა ჰარისმა და ინდოეთის მმართველ პოლიტიკურ ძალას დისკრიმინაციული ფაქტების დროული  გამოძიებისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.