New York
რას ნიშნავს ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება საქართველოსთვის?!!
11 Dec. 2020
კატეგორიაამერიკის ამბები
ნახვები: 551
ავტორინათია ჩაჩავა

რას ნიშნავს ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება საქართველოსთვის?!!

რამდენიმე დღიანი გაურკვევლობის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შთატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. საუკუნოვანი ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და გამარჯვებული კანდიდატი ამერიკულმა მედიამ დაასახელა. სააგენტო "ესოშიეითიდ პრესის" ცნობით, ამ ეტაპზე ჯოზეფ ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232. ხმების დათვლის დასრულების შემდეგ, საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრის შედეგები სენატს გადაეგზავნება. ეს 23 დეკემბერს მოხდება. მონაცემების მიღებიდან ზუსტად 15 დღეში ანუ 6 იანვარს,  საბოლოო შედეგებს ახლად არჩეული კონგრესი გამოაცხადებს. ინაუგურაცია 21 იანვარს არის დაგეგმილი. ახალი პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს ზუსტად 21 იანვრიდან დაიკავებს და ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკასაც თავის და საკუთარი გუნდის შეხედულებისამებრ წარმართავს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან საგრძნობლად შეიცვალა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცალკეულ საკითხებში აზრთა სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ევროკავშირის ლიდერები აღარ ერიდებოდნენ ტრამპის მოსაზრებების ღიად კრიტიკას. აღსანიშნავია რომ ეს პროცესი ცალმხრივი არ ყოფილა: დრო და დრო მწვავე კრიტიკა ისმოდა თეთრი სახლის ლიდერის მხრიდანაც. აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ მოელიან, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა და მოკავშირეების მხარდაჭერა.

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგადად,მსოფლიოში მიმდინარე პანდემიურ ვითარებას გავითვალისწინებთ, ინაუგურაციის შემდეგ, ბაიდენი და მისი გუნდი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარებით, მათ შორის ყველაზე მთავარი კორონა ვირუსი და მის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.