New York
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 304
ავტორინათია ჩაჩავა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს საარჩევნო კოლეგია შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი გამოაცხადა. ხმები ასე გადანაწილდა: 306 ხმა ჯო ბაიდენს ხოლო 232 დონალდ ტრამპს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნიუ ჯერსის შტატში რომელიც ტრადიციულად არის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. გვქონდა შესაძებლობა გავსაუბრებოდით ადგილობრივ მოქალაქეებს , მათ გავიზიარეს  მოსაზრებები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამერიკელი ამომრჩევლები ახალი პრეზიდენტისგან  ეკონომიკის გაჯანსაღებას და უმუშევრობის დონის შემცირებას მოელიან. რიგითი მოქალაქეების გარდა, პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებას მიიჩნევენ მთავარ გამოწვევად ექსპერტებიც. ჯო ბაიდენი პირობას დებს , რომ 20 იანვრის შემდეგ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა საგრძნობლად შეიცვლება.

ბაიდენის თქმით,  მისი გუნდი  შექმნის “ახალ ამერიკულ ეკონომიკას, რომელიც ყველა ამერიკელისთვის იმუშავებს”.  არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესების გეგმა გასულ კვირას  წარადგინდა და ამ მიმართულებით მომუშავე გუნდის წევრებიც დაასახელა. ბაიდენი პანდემიისგან დაზარალებული ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის გაჯანსაღებას ქალ ეკონომისტებს ანდობს და  მეტიც, მათ წამყვან პოზიციებს სთავაზობს.

ამერიკის მოქალაქეების კომენტარი აღნიშნულ საკითხზე ესეთია:

- ხმა ჯო ბაიდენს მივეცი, მისი, როგორც ვიცე პრეზიდენტის ლიდერობის გამო ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას. მისი მოწოდება ერთიანობისთვის ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესების და კოვიდ პანდემიის დროს... ჩვენ ერთიანობა გვჭირდება.

-ჩემი აზრით რესპუბლიკელების ბაზა უკეთესია ვიდრე დემოკრატების, ისინი მეტ სამუშაო ადგილებს ქმნიან, აძლიერებენ ჯარს, თუმცა, საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი, ჯანმრთელობა, განვითარება, სამუშაო ადგილები, რათა თავი გავართვათ გადასახადებს. იქნებ, შემდეგმა თაობებმა უფრო მეტი შექმნან, ვიდრე ჩვენ. ვნახოთ.