ილან მასკის კომპანიამ, რომელიც ცნობილია ელქტრომობილების წარმოებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებით, "ტესლამ" 1.5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. კომპანია მალე დაიწყებს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით, რაც უპრეცენდენტო იქნება ავტო-მწარმოებლების ინდუსტრიაში. კომპანიის მთავარი სახის და აღმასრულებელი დირექტორის, ილან მასკის პოსტმა ტვიტერზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კრიპტო-ბაზარზე. მისმა ტვიტმა მყისიერად გამოიწვია ცნობილი კრიპტოვალუტის Dogecoin-ის ფასის ზრდა და მომხმარებლების გააქტიურება კრიპტო ბაზრებზე. ამ ინიციატივამდე ორი კვირით ადრე, ილანმა #bitcoin ჰეშტეგი მიუთითა საკუთარ ბიოგრაფიაში მისსავე ტვიტერის გვერდზე, რამაც ასევე განაპირობა ფასის მატება. იგი თავის ინტერვიუებსა და პოსტებში აქტიურად უჭერს მხარს კრიპტოვალუტის განვითარებას. "ტესლას", საკუთარი კრიპტოვალუტაც აქვს წარმოდგენილი, რომლის ღირებულებაც ბიტკოინის შემდეგ ყველაზე მაღალია და დღეის მდგომარეობით ერთი MODEL3-ის კოინის შეძენა 37,990$-ად არის შესაძლებელი (https://coinmarketcap.com/curr...
-ის მიხედვით).