New York
თამარ ჯაფარიძე - აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან გაუთავებელი ჩხუბი დაუშვებელია
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 1427
ავტორიეკა პატარაია

თამარ ჯაფარიძე - აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან გაუთავებელი ჩხუბი დაუშვებელია

როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი 21-ე საუკუნის შავ ჭირს, როგორ შეიძლება გამოვგლიჯოთ ხელიდან მას ჩვენი ოჯახის წევრები და როგორ შეიძლება მათი ინტერესი მივმართოთ უფრო საინტერესო, სასარგებლო, პოზიტიური სფეროებისკენ. ამ ყველაფერზე „დედები აზარტული თამაშების“ დამფუძნებელი და ხელმძღავნელი ქალბატონი თამარ ჯაფარიძე გვესაუბრება:

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამწუხარო რეალობაში. გაღატაკებული მოსახლეობა იძულებულია გონებრივად დანებდეს ბეთების მოციმციმე, მატყუარა რეკლამებს იმ მიზნით, რომ იქნებ მისთვის მოვიდეს ფორტუნა. ამ დროს არ იცის, რომ სათამაშო ბიზნეს  - ოპერატორებს "ხაფანგი" კარგად გათვლილი და აწყობილი საფეხურებით აქვთ. მოგება, წაგება, ისევ მოგება და საბოლოოდ... ციხე, უსახლკარობა და ახალი ფენომენი - „ტერორისტული აქტი“. ეს რეალობა შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ 2004 წლიდან. ვინ მეტი დააშავა, ვინ ნაკლები ამაზე ფიქრის დრო აღარაა. ახლა, გზაა მოსაძებნი რომლითაც დავიხსნით შვილებს, ქმრებს, ახლობლებს... სხვათა შორის, მანდილოსნებს უფრო მეტად უჭირთ აზარტული თამაშების სენისგან გათავისუფლება.

_ რა იწვევს ამ მიჯაჭულობას?

_  მიჯაჭვულობას იწვევს

1.აღვირახსნილი, მატყუარა, მომხიბვლელი სარეკლამო მარკეტინგი.

2. გაუსაძლისი სიღარიბე.

3. საზოგადოების ცნობიერების საშინლად დაბალი დონე აღნიშნულ საკითხზე.

4.სახელმწიფოს მხრიდან დაურეგულირებელი და გაუმჭვირვალე ბიზნესის არსებობა.

5.ადამიანების ფიზიკური, თუ გონებრივი რეალიზების მინიმალურობა.

6.შრომის უსაფრთხოება.(დასაქმებულები ხდებიან კრიმინალები თუ მათ ფინანსებთან ხელი მიუწვდებათ და ბევრია ასეთი).

6.ქვეყანა არ აწარმოებს ბეთების ანტი რეკლამას.

7.პრევენციის მიზნით მოზარდებს და სტუდენტებთან არ ტარდება ტრენინგი_მოდულები.

_ რა არის აზარტ-დამოკიდებულება?

_ მე მგონია, რომ აქ ყველაზე დიდი დანაშაული არის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, რომელიც დუმს და მშვიდად უყურებს, როგორ ნადგურდება ერი "დაუძლეველი სურვილის" გამო. ქვეყანამ გაწირა ასი ათასობით თავის მოქალაქე და დღეს არაოფიციალური რიცხვი მოთამაშეების არის მილიონამდე. ერთხელ, თქვენ მკითხეთ, რატომ არ მორჩა ამ თემაზე საუბარი საქართველოშიო. გპასუხობთ - არ მორჩება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ თვითონ დარწმუნდებით, რომ ამღვრეულ წყალში "ხელები" ნაკლებად ჩანს. თამაშ-დამოკიდებული ადამიანები არიან გემბლინგის მსხვერპლნი, რომელთა ფსიქიკა არის უკონტროლო. ვიმეორებ. მათთვის თამაში არ არის მოგება ან წაგება, არამედ არის "დაუძლეველი სურვილი", ავადმყოფობა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უმძიმეს სენად აღიარა და სპეციალური კოდიც კი მიანიჭა - F63.0.

_ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც არამცთუ პრევენიციას ვერ და არ ახდენს ბიზნესის ამ რთული სფეროსას (სათამაშო ბიზნესისგან გამოწვეული ზიანის აღსაკვეთად), ირგვლივ საერთოდ ვერაფერს აკონტროლებს.

_ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მზრუნველობას და მთელი რიგი ფსიქიკური სერვისების შეთავაზებას. ლუდომანები საჭიროებენ საზოგადოებრივ მხარდაჭერასაც. 2019 წლის მონაცემებით (ჩვენი კვლევის საფუძველზე) 3000 პატიმრიდან 856 მსჯავრდებული, სწორედ ლუდომანია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებას, არ აქვს პროცედურული საშუალება, რომ მოხდეს საქმეების გაფილტვრა და რეალური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება.

_ რა არის დანაშაულის მოტივი?

_ ლუდომანების ცხოვრება გადის ბეწვის ხიდზე. მათი მხრიდან სერიოზული შინაგანი ძალისხმევაა საჭირო, რომ არ გახდნენ კრიმინალები. უნდა გვახსოვდეს ერთი, რომ დამოკიდებულება არაა დანაშაული!! ბევრი ვერაფერი იხეირა ბიუჯეტმა და ბოგანოდ იქცა ოჯახები, სადაც კი ლუდომანი ცხოვრობს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ კიდევ პარლამენტში ბატონი დასენი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილია მეწილე "კრისტალბეთის", სამართლიან ეჭვს ბადებს ლობირებაზე. პარლამენტი დღეს ყველას ბიზნესის დასაცავად, გასამდიდრებლად და იმიჯის შესაქმნელად სჭირდებათ.

_ ახლა, პანდემიის, შეზღუდვების პირობებში რა ხდება, როგორაა საქმე?

_ „კოვიდ ინფექცია“ უმძიმესი გამოწვევაა მსოფლიო ცივილიზაციის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. რთულია და მძიმე სახლში გამოკეტილი ადამიანების მდგომარეობა. ასეთ დროს მათ მოთხოვნილება მეტად უმძაფრდებათ თამაშის მოთხოვნილებაზე და ოჯახებში იწყება ბულინგი.

განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბავშვები, რომლებიც თავიანთ ტელეფონებში უყურებენ რეკლამებს. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს ყველა დედას შეეხმიანოს და გამძლეობა უსურვოს შვილების გარდაცვალების გამო. ასეთი ფაქტი იყო კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩასულები გახლდით "დედები" და სამძიმარი გამოვუცხადეთ ოჯახს. 32 წლის ახალგაზრდამ ვერ შეძლო დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. სახელმწიფოს მათი დახმარების სერვისი არ აქვს და არც ექნება ალბათ კიდევ დიდხანს. იცით, რატომ? ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავენ სახელმწიფოებრივად. პარლამენტში არ სხედან გულწრფელი ადამიანები, ვინც ხმამაღლა ისაუბრებდა გახშირებულ სუიციდებზე და ბულინგზე, გახშირებულ კრიმინალზე. ჩვენ კი გვერდზე გაგვწიეს. წლების მანძილზე გარკვეული გამოცდილებაც მივიღეთ და ყველას ვურჩევდით, რომ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებთან გაუთავებელი ჩხუბი, პიროვნული შეურაცხყოფა, ძალადობა დაუშვებელია. ისინი გადიან ბეწვის ხიდს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ისინი გადიან ბეწვის ხიდს კრიმინალსა და მშვიდ ცხოვრებას შორის, ისინი გადიან ბეწვის ხიდს მეგობრებსა და ტყუილს შორის...

_ როგორ მოიქცეს ამ დროს ოჯახი? როგორ გამოგლიჯოს თავის ოჯახის წევრი ამ საშინელ რეალობას?

_ ამიტომ ჯერ ოჯახის წევრებმა უნდა გაიარონ კონსულტაციები ადიქტოლოგებთან, ფსიქიატრებთან რათა დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა „დაავადებულ“ ოჯახის წევრთან და მაქსიმალურად ეცადონ დაიყოლიონ სპეციალისტთან ვიზიტზე. დიახ ,ეს არის ბოროტი ძალის მიერ გონების დაბინდვა. ამიტომ მე მწამს ერთის და მე ზუსტად ვიცი, რომ თუ ადამიანში არის უფლის სიყვარული, თუ ლოცვებს კითხულობს ლუდომანი, ოჯახის რომელი მე წევრი, იქ ნებისმიერი თამაშ თუ არა თამაშ დამოკიდებულება, ზოგადად ბოროტი დამარცხებულია.

_ რა როლს თამაშობს ამ დროს ეკლესია. არის თუ არა გამოსავალი, ხსნა მოძღვართან საუბარი და რამდენად არიან ჩართულნი ამ კუთხით საერთოდ სასულიერო პირები, რამდენად აქვთ კომუნიკაცია ამ კატეგორიის მრევლთან თუ ეკლესიაში ისე მისულ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებთან?

_ ვფიქრობ მოძღვრებს მეტი ყურადღების გამახვილება სჭირდებათ. მათ შესწევთ უნარი გარკვეული ძალისხმევა მოახდინონ პიროვნებებზე. ასეც არის, უბრალოდ აქ დიდ მასშტაბებზე უნდა გავიდეს ეკლესია. ამის რესურსი კი, აქვთ.

მაგრამ ეკლესიის რესურსი ერთია, სურვილი - მეორე. საერთოდაც მგონია, სრულიად სამოციქულო ეკლესია, საპატრიარქო დაკავებული უნდა იყოს ამ მიმართულებით დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. აი, მაგალითად სინოდს რომ მართავენ, ამ კრებებზე რომ განიხილებოდეს ასეთი საკითხები... თქვენ ხომ აღნიშნეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ავადმყოფობაა და მათ სულიერი შველა სჭირდებათ. საპატრიარქო, რომელიც ყოველთვის განზე იდგა ამ მხრივ და უფრო სათავისოდ გვევლინება, არ ჩაერევა. კიდევ ერთი მომენტი. ეკლესია ცალკე სექტორია, სახელმწიფო - ცალკე. ერთმანეთის საქმეებში არ ერევიან. შესაბამისად სახელმწიფო არ მოუწოდებს მას, სერიოზულად ჩაერიოს სათამაშო ბიზნესით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებაში. არ გააკეთებს ამას კიდევ ერთი მიზეზით - ეს ბიზნესი რეალურად ხელისუფლებისაა. ყველამ კარგად ვიცით უკვე, დასამალი აღარაა რომ მის უკან პარლამენტარები და სხვა მაღალი პირები დგანან. იგივე ისკო დასენი და მისი შვილი, რომელიც მეათე მოწვევის დეპუტატი გახდა.

ევროპის ქვეყნებში სამკურნალო ცენტრებია და ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებს გემბლიგ დეპარტამენტიც აქვს. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი ,მაშინ ყველა გაიდლაინი უნდა შევასრულოთ. მოჩვენებითობა ევროპელობას ვერ მოგვიტანს. ეს ბატონ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას აზარტდამოკიდებულ ადამიანებზე ზრუნვა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ერთნაირად მისახედია. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას.

ჯანდაცვის სამინისტრომ და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა შექმნეს ონლაინ სერვისი აზარტ დამოკიდებული, ნარკოტიკ და ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანებისთვის.14 წლიდან 25 წლის ჩათვლით. 2 თვიანი და 4 თვიანი უფასო სერვისებია კვალიფიციურ ადიქტოლოგებთან. ცხელი ხაზი  111. აქ შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია. მისასალმებელია, მაგრამ ოკეანეში ჩაგდებული კენჭია.

და მაინც,"დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ "იმედოვნებს: „ბრძოლა ყოველთვის არის გამართლებული“. ჩვენ კიდევ შევიტანთ ხელმოწერებს პარლამენტში მოთხოვნით: დაიცავით ჩვენი შვილები მონსტრი ბიზნესისაგან!!!