რამდენიმე წუთის წინ , "NASA"-ს "შეუპოვარი" მარსზე დაეშვა . მრავალფუნქციური რობოტის მისია "ჯეზეროს" კრატერში სიცოცხლის ნიშნების შესწავლაა. აპარატის პლანეტაზე დაშვებიდან რამდენიმე წუთში "NASA" - მ მარსის ზედაპირის პირველი ფოტოები მიიღო. "შეუპოვარი" 23 კამერით არის აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალა გადაიღოს. აღსანიშნავია, რომ წინა როვერებისგან განსხვავებით, რობოტი მაღალი ტექნოლოგიების დაშვების ტექნიკას ფლობდა. სწორედ ამ ტექნიკის მეშვეობით მოხერხდა აპარატი დამჯდარიყო იმ ადგილას, რომელიც მეცნიერებს წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული.