New York
რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა
18 Feb. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 497
ავტორინათია ჩაჩავა

რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა

  • 2016 წელს რუსეთმა ყალბი ამბების გავრცელების საკმაოდ მარტივი და ეფექტიანი გზამკვლევი შეიმუშავა. მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და დეზინფორმაციის დახმარებით    საზოგადოებრივ აზრზე გავლენა იყო. დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდებოდა როგორც ტელევიზიით და ჟურნალ გაზეთებით,  ისე  საინფორმაციო სააგენტოებითა და სოციალური მედიით.  უცხო ქვყნის შიდა საქმეში ჩარევის ამბიციური და შორმსჭვრეტელი პროექტი მოსკოვს  მილიარდობით რუბლი/დოლარი/ ევრო/ფუნტი  უჯდება.                                                                            საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ,  ნათელია, რომ კრემლი დაწყებულ თამაშს მეტნაკლებად სასურველი შედეგით ასრულებს და ამ მიზნისთვის გაღებული ხარჯები კი არ ადარდებს- არამედ პირიქით, ყოველწლიურად ზრდის .                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    ის რომ მოსკოვი თამაშის ძველ,  თუმცა უკვე კარგად დახვეწილ წესებს , 2020/2021 წელსაც იმავე სცენარით გაიმეორებდა,  დასავლეთისთვის უცხო და  მოულოდნელი არ ყოფილა.  ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებისთანავე,  პუტინის რუსეთმა ყველა ინსტრუმენტი აამოქმედა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა კიდევ  ერთხელ სცადა.  რუსული მედია საშუალებების სააგენტოების მედია" აუთლეტებისა " და "ტროლების"  ფავორიტი კანდიდატი ამჯერადაც დონალდ ტრამპი იყო.   რატომ სურდა რუსეთს ტრამპს და არა ბაიდენის ან ჰილარი კლინტონის გამრჯვება?     -      რეალურად,  მიზანი კონკრეტული კანდიდატის წარმატება არაა .  კრემლის ლიდერი მიიჩნევს რომ მისთვის სასურველი კანდიდატის გამარჯვებით, გაცილებით ადვილი იქნება აშშ-ს შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ასევე მარტივი იქნება ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა.   რაც მეტად შეიქმნება ამერიკის შეერთებულ შტატებში დისფუნქციურობის , პოლარიზაციისა და ქაოტურობის შეგრძნება, რაც მეტი იქნება ქვეყნის შიდა პრობლემები, არაეფექტიანი მმართველობა, კრიზისების გადაჭრის უუნარობა - მით უკეთესი იქნება ეს რუსეთისთვის განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.                                                                                         "მოსკოვს სურს,  რომ რუსეთის მოქალაქეებს და დანარჩენს მსოფლიოს სუსტი  ამერიკა აჩვენოს.  კრემლის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების სუსტი მხარეების გამოაშკარავება. მოსკოვს ქაოტური და არეული ამერიკა სურს,  ეს  მისთვის სარგებლიანია" - (უილიამ ბარნსი , აშშ- ს ელჩი რუსეთში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს -https://www.washingtonpost.com )                                                                                                                             
  • რუსული და არამარტო რუსული დეზინფორმაციის მაგალითი  !!!                                                                     https://radiosputnik.ria.ru/20201026/bayden-1581522735.html?in=t"
  • ბაიდენის შვილი ორგიების მოწყობასა და ნარკოტიკს მიღებაში -დაადანაშაულეს" -  ამ სათაურით სტატია გამოქვეყნა რუსეთის მთავრობის მიერ   დაფინანსებულმა მედიასაშუალება  "სპუტნიკმა"  რომელიც არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის კვლევის მიხედვით ტელეკომპანია  "რაშა თუდეისთან"  ერთად კრემლის პროპაგანდის მძლავრ იარაღს წარმოადგენს .  "სპუტნიკმა"  ეს ინფორმაცია საპრეზიდენტო კამპანიის აქტიურ ფაზაში -  არჩევნებამდე 10 დღით ადრე გამოაქვეყნა . "სპუტნიკი" ინფორმაციას  “Daily Mailze”-ზე დაყრდნობით ავრცელებდა. ( https://www.dailymail.co.uk/ne)  " Daily Mail" კი , ჰანტერ ბაიდენის შესახებ გავრცელებული ცნობის წყაროდ ჩინურ სააგენტო " GTV " - ს ასახელებდა და ირწმუნებოდა რომ სააგენტომ ცოტა ხნის წინ სკანდალური შინაარსის ვიდეო რგოლი მოიპოვა . სადაც სავარაუდოდ,  ამერიკის შეერთებული -  შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის შვილი ჰანთერ ბაიდენი ჩანდა. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში 24 ოქტომბერს გამოჩნდა.  საყურადღებოა რომ "GTV"  ჩინური სააგენტოა, ის "GTV" მედია ჯგუფს ეკუთვნის,  ეს უკანასკნელი კი  ჩინელი ბიზნესმენ გუო ვენგუნის და ასევე დონალდ ტრამპის ყოფილი  მრჩეველის -  სტივ ბენონის მიერ ფინანსდება. (ბენონმა თანამდებობა ტრამპის ადმინისტრაციაში სწორედ რუსეთთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა - ის ასევე იზიარებდა რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის მოსაზრებებს და ღიად გამოდიოდა მუსლიმების წინააღმდეგ ). ჰანთერ ბაიდენის შესახებ გავრცელებული სკანდალური ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურებულა. საყურადღებოა რომ აღნიშნული ინფორმაცია შინაარსით ძალიან ჰგავს ე. წ  "Pizzagate" -  ის სახელით ცნობილ შეთქმულების თეორიას,  რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში  2016 წელს გავრცელდა და რომლის თანახმადაც : დემოკრატიულ პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის გავლენიანი მხარდამჭერები პედოფილებთან კავშირში იყვნენ მხილებულები.  (ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა).
  • დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი მაგალითი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      მედია საშუალებების გარდა, რუსეთი ჩინეთი და ირანი სხვა ინსტრუმენტებსაც  იყენებენ.  ყველაზე პოპულარულია სოციალურ ქსელებში შექმნილი ათასობით ყალბი ანგარიში.  ეგრეთოწდებული "რობოზარები" ეგრეთოწდებული "სპამი" და. . ა შ.  ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, ზემოთ აღნიშნული საშუალებების გამოყენების არაერთი ფაქტი გამოვლინდა.  სამ ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილმა მობილურ ტელეფონებზე დეზინფორმაციის შემცველი  შეტყობინებები მიიღო.  გზავნილების უმეტესობა დემოკრატიული პარტიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.  მაგალითად:   შეტყობინების მიხედვით,  დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს ხმა 3 ნოემბერს უნდა მიეცათ, რესპუბლიკელების მხარდამჭერებს კი 4 ნოემბერს.  შეცვლილი იყო საარჩევნო  უბნის მისამართიც.  დეზინფორმაცია გავრცელდა ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემასთან დაკავშირებითაც. დეზინფორმაციის თანახმად,  ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში, ამომრჩეველთა პირადი მონაცემები გასაჯაროვდებოდა . აღნიშნული შემთხვევები ოკლაჰომასა და კალიფორნიაში მოხდა.   
  • რა შეიცვალა 2016 -2020  წლიდან წლამდე?

    სხვადასხვა დროს სხვადასხვა შედეგით წახალისებულმა რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა,  საინფორმაციო ომში მეტი რესურსის გამოყენება დაიწყეს და ბრძოლის მეთოდები დახვეწეს.  "ტროლები" დეზინფორმაციისა თუ ყალბი ამბების  გასავრცელებლად იყენებენ ყველა ციფრულ პლათფორმას. მათ მიერ გავრცელებული გზავნილების ძირითადი კონტენტი პოლიტიკურია და მიზნად  ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, გაურკვევლობას, ქაოსის, გამოწვევას, კონკრეტული ისნტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და  ფრუსტრაციის დანერგვას. 
  • როგორ ამოვიცნოთ ბოტი?   - ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის  მკვლევარის: ემილიო ფერერას ცნობით, ეგრეთწოდებული "ბოტების" ამოცნობა რთულია - თუმცა არა შეუძლებელი. ექსპერტები ამბობენ,  რომ ყალბი ანგარიშის  ამოცნობის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი დაკვირვებაა. სპეციალისტები  აკვირდებიან ანგარიშის მფლობელის აქტივობასა და სოციალურ ქსელში   ე. წ. "ფოლოვერების" კომენტარებს.  თუ ანგარიშის მფლობელი   24/7   აქტიურია და პოსტს ყოელ წუთში ერთხელ ანახლებს,  მაშინ ის დიდი ალბათობით "ბოტია". საყურადღებოა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით,  რუსეთის ჩინეთისა და ირანის აქტიურობა მხოლოდ საარჩევნო პერიოდით არ შემოიფარგლება. ყალბი ამბების გავრცელება გრძელდება არჩევნების  დასრულების შემდეგაც.                   
  •  დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიღებული ზომები                                                                                                                       დასავლური დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესასუსტებლად კიბერ თავდასხმებში მოსკოვმა ძალები პირველად 2007 წელს მოსინჯა . დემოკრატიის დაცვის ალიანსის ცნობით, https://securingdemocracy.gmfu  13 წლის მანძილზე, რუსეთმა 25-ზე მეტ სახელმწიფოზე მიიტანა კიბერ იერიში.   კრემლის აგრესიული პოლიტიკის საპასუხოდ,  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმაც დაიწყეს შესაბამისი ზომების მიღება.  სახელმწიფოთა მცდელობას შეუერთდნენ სოციალური ქსელები და უმსხვილესი კორპორაციები.  გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მხოლოდ "ფეისბუქმა" მილიარდობით ყალბი ანგარიში გააუქმა. არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, კონკრეტულმა  სახელმწიფოებმა დაიწყეს სხვადასხვა პროგრამების განხორციელება -  მისია : დეზინფორმაციის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი პროგრამის შექმნა და სამოქალაქო საზოგადოების მედიისა და სხვა არატრადიციული აქტორების  ძალისხმევის გაძლიერებაა.  ცხადია გახშირდა გამოძიებებიც და უცხოური გავლენის საჯაროდ გამოვლენის ფაქტები. მაგალითად:  2020 -ის ოქტომბრის დასაწყისში,  ამერიკის გამოძიების ფედერალურმა თანამშრომლებმა სააგენტო "როიტერთან" აღნიშნეს,  რომ გამოვლენილია რუსული ვებ გვერდ (NAEBC) დეზინფორმაციული აქტივობა https://naebc.com/ რომელიც ასე იშიფრება - "საინფორმაციო სააგენტო ამერიკასა და ევროპაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის" . წყაროს ცნობით, სააგენტო პეტერბურგში ბაზირებული ინტერნეტ კვლევითი ორგანზაციის ხელმძღვანელობის მიერ იმართებოდა სწორედ აღნიშნული სააგენტო ავრცელებდა დეზინფორმაციას  ამერიკის  საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას 2016 წელს)  სააგენტოს მთავარი გვერდის სათაურები და სტატიების შინაარსი გამოირჩევა ამერიკის დემოკრატიული პარტიის კრიტიკით და რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით.  სტატიების თემები მრავალფეროვანია: მოიცავს მოძრაობა - "ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას" კრიტიკას,  ასევე  ვისკონსინელი 17 წლის-  კაილი რითენჰაუზის ქებას  (აილი რიტენჰაუზი , პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მან მიტინგის  მსვლელობისას 2 ადამიანი მოკლა. დემონსტრაციაზე აქტივისტები პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ფერადკანიანი ჯეიკობ ბლეიქის მკვლელობას აპროტესტებდნენ)    ამ და სხვა მედია საშუალებებთან  კავშირს ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს მეტიც კრემლის , პრეს სამსახურის ხელმძღვანელი დმიტრი პესკოვი ირწმუნება რომ რუსეთი . არასდროს ჩარეულა და არ ერევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში პესკოვის ამ .პოზიციას იზიარებენ რუსეთის მთავრობის სხვა ოფიციალური პირებიც.