New York
უპრეცედენტო შემთხვევა აშშ-ს ისტორიაში. ხელმეორე იმპიჩმენტის პროცესი.
13 Jan. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 439
ავტორინათია ჩაჩავა

უპრეცედენტო შემთხვევა აშშ-ს ისტორიაში. ხელმეორე იმპიჩმენტის პროცესი.

უპრეცედენტო შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმფიჩმენტზე უკვე მეორედ მიმდინარეობს კენჭისყრა. ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის უფლებამოსილებებს 20 იანვარს გასდის ვადა, თუმცა დემოკრატიული პარტიის დომინირებული წარმომადგენელთა პალატა, მოითხოვს, რომ თეთრი სახლის ლიდერი დაუყონებლივ ჩამოშორდეს თანამდებობას. დემოკრატიული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ პრეზიდენტმა წაახალისა რადიკალი აქტივისტები ვაშინგტონში ამბოხებისკენ .

აღსანიშნავია, რომ ის რაც 6 იანვარს ვაშინგტონში მოხდა, მსგავსი შემთხვევა ქვეყანის ისტორიაში. 200 წელზე მეტია, არ დაფიქისრებულა. საკნონმდებლო ორგანოში შეჭრილმა რადიკალმა აქტივისტებმა გაანადგურეს შენობაში არსებული ნივთები და ზიანი მიაყენეს კონგრესმენთა კაბინეტებს. ისტორიკოსების თქმით, ბოლოს ამ მასშტაბის შემთხვევა 1814 წელს მოხდა, როდესაც ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა, კაპიტოლიუმის შენობის გადაწვა სცადეს. 

რაც შეეხება დღევანდელობას, 6 იანვარს, ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას დემოკრატიული პარტია ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აკისრებს. დემოკრატები ამბობენ, რომ სწორედ პრეზიდენტმა წააქეზა რადიკალურად განწყობილი აქტივისტები შეჭრილიყვნენ კაპიტოლიუმში. მათ მთავარ არგუმენტად ტრამპის ის განცხადება მოჰყავთ, როდესაც პრეზიდენტმა თეთრი სახლის სამხრეთით შეკრებილ მანიფესტანტებს საარჩევნო შედეგების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. რამდენიმე საათში კაპიტოლიუმში საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირების პროცესი უნდა დაწყებულიყო. სწორედ ეს პროცესები გახდა უკვე მეორედ, პრეზიდეტის იმფიჩმენტზე პროცესის დაწყების მიზეზი.

ამ საკითხზე, ცოტა ხნის წინ, წარმომადეგენლთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განცხადება გააკეთა. "

„"ეს ამბოხებულები არ არიან პატრიოტები, ისინი არც რომელიმე პარტიის აქტივისტები იყვენ, ისინი ქვეყნის შიდა ტერორიზმს წარმოადგენენ. აუცილებელია სამართლიანობამ იზეიმოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აჯანყება წააქეზა. ის უნდა წავიდეს, ის აშკარა საფრთხეა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ - მანამდე კი კოლეგებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა რომ " აშშ-ს კონსტიტუციის და დემოკრატიის დასაცავად, პარტია საგანგებო ზომებს მიმართავს, რადგან დონალდ ტრამპი ქვეყანასაც და მის კონსტიტუციასაც უშუალო საფრთხეს უქმნის, ამიტომ დაუყონებლივი საპასუხო ქმედება აუცილებელია",

წარმომადგენელთა პალატამ 223-ით 205-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისადმი მოთხოვნით, რომ მან გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და თანამდებობიდან გადააყენოს ტრამპი. აღნიშნულ ინიციატივას მაიკ პენსი მხარს არ უჭერს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დემოკრატიული პარტიის მოსაზრებებს რესპუბლიკური პარტიის წევრებიც დაუჭერენ მხარს.

ქვეყანაში განვითარებული და მიმდინარე მოვლენების გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დედაქალაქის მერის განცხადებით, 15 დღის მანძილზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 11 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით, აიკრძალა ყველა სახის საპროტესტო აქციის გამართვა.

ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში, ეროვნული გვარდიის დამატებითი შენაერთები განათავსეს. დაცვის გაძლიერებული შემადგენლობაა მობილიზებული სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან და სტრატეგიულ შენობებთან.