New York
ნუცა შანშიაშვილი: წარმატება ამ ჩემმა გზა აბნეულმა, მაგრამ მიზანდასახულმა ცხოვრებამ მომიტანა
11 Dec. 2020
კატეგორიაკულტურა
ნახვები: 785

ნუცა შანშიაშვილი: წარმატება ამ ჩემმა გზა აბნეულმა, მაგრამ მიზანდასახულმა ცხოვრებამ მომიტანა

ქართველმა მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა თავისი შემოქმედებითი გზაც და ცხოვრების მამაკაციც საქართველოს ფარგლებს გარეთ იპოვა. ერთ მშვენიერ დღეს პატარა გოგონამ ჩემოდანი ჩაალაგა და ოჯახს დაემშვიდობა. თავისი უჩვეულო ხმითა და შესრულების მანერით მალე დაიმკვიდრა ადგილი რუსეთის შოუ-ბიზნესში. მერე იყო თეატრი, კინო. მისი სასიმღერო და სამსახიობო კარიერა ამერიკაში გაგრძელდა. განსაკუთრებული წარმატება ედიტ პიაფის სიმღერის შესრულების შემდეგ მოვიდა. დღეს მომღერლის საპროდიუსერო საქმიანობით მისი მეუღლე თემურ ტაგიევია დაკავებული. ამბობს მომღერალი და მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ  არქეოლოგი ვიქნებოდიო, რადგან გიჟდება მოგზაურობასა და გათხრებზე.  ბევრმა ალბათ არც ის იცის, რომ ნუცა არაჩვეულებრივი მხატვარია და ბევრი პეროსნალური გამოფენებიც ჰქონია.

 საქართველოში ნაკლებად თუ იციან რამე მისი პირადი ცხოვრების შესახებ. იგი 23 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ცინცაძე გახლდათ, რომელიც იმ დროს ჯორჯ ასპისოვის სახელით იყო ცნობილი და „პენტჰაუზში“ მუშაობდა. მომღერალმა ნამდვილი ბედნიერება მოგვიანებით, ოკეანის გაღმა, ნიუ-იორკში იპოვა. დღეს წყვილი ერთ საქმეს ემსახურება და მას სახელად ნუცას სიმღერა ჰქვია. 

_ ნუცა, თქვენ საქართველოდან წახვედით მძიმე, მაგრამ იმ  პერიოდში შოუ-ბიზნესი თავის ადგილზე რომ იდგა. რომ არ წასულიყავით, როგორ განვითარდებოდა თქვენი ცხოვრება, გიფიქრიათ? ალბათ იქნებოდით ერთი ჩვეულებრივი ნაწილი ქართული შოუ-ბიზნესისა, რომელიც დღეს ფაქტობრივად მკვდარია ან/და საერთოდ სხვა საქმეში იქნებოდით გადართული. დღეს, ფაქტობრივად ეს თქვენი ბიზნესია, რომელსაც წარმატებით უძღვებით თქვენ და თქვენი მეუღლე.

_ საქართველოდან წავედი ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ომი რომ იყო და წავედი ზუსტად მაგ მიზეზით, რომ აქ ვერ ვიმღერებდი. არიყო საქართველოში სასიმღერო სიტუაცია, არადა მე უნდა დამეწყო ჩემი  ცხოვრება, ჩემი თავი უნდა მომეძებნა, ჩემი პიროვნება ჩამომეყალიბებინა, ჩემი ხელოვნება უნდა შემექმნა. აქედან გამომდინარე უნდა მომეძებნა ის ქვეყანა, ყველაზე ახლოს რაც იყო. ყველაზე ახლოს რაც იყო. იმ პერიოდში  შეუძლებელი იყო ამერკაში, თორემ თავიდანვე წავიდოდი. ამიტომ წავედი მოსკოვში. იქ დავიწყე სასიმღერო კარიერა. ძალიან ტკბილად და თბილლად მახსენდება ყველაფერი. თითქოს რაღაც ძალა მატარებს მსოფლიოს გარშემო. რთული იყო რათქმაუნდა გზის გაკვლევა -  ხან მეტროში მეძინა, ხან - პატარა კლუბებში ვმღეროდი და იქვე ვრჩებოდი ღამე.  მიუხედავად ამისა მახსენდება ძალიან სასიამოვნოდ, რადგან ეს იყო  ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდის  მშვენიერი ნაწილი, რადგან წარმატება ამ ჩემმა გზა აბნეულმა, მაგრამ მიზანდასახულმა ცხოვრებამ მომიტანა. იყო ბევრი ფილმი კინოში, როლი სცენაზე თუ კონკურსი...1995 წელი იყო მაინც ის პირველი საფეხური რუსეთში,  ალტა-მოსკვა-ტრანზიტის კონკურსი, რომლმაც ლამაზი ცხოვრება მომიტანა. მას მერე წავიდა და წავიდა ჩემი კარიერული წინსვლა. 

_ განსხვავებები, რომელიც არსებობს ამერიკულ, რუსულ და ქართულ შოუ-ბიზნესში, ვიცი ძალიან დიდია, მაგრამ მე თქვენი თვალით დანახული ამ სამი ქვეყნის შოუ-ბიზნესი მაინტერესებს როგორია.

_ განსხვავება დიდია. რუსეთი ბაძავს ყველას ყველაფერში რაც ხდება. კოპირებას უკეთებს იმას, რაც ამერიკის შოუ-ბიზნესში ხდება. ამერიკა ამაშიც მოწინავეა, პირველი ადგილი უკავია რადგან თვითონ ქმნიან ამ პროდუქტს, დიდი ბაზარია ძალიან, იცით და თვაისუფლად ხდება მომღერალი ვარსკვლავი. არის ძალიან ბევრი კონცერტი. რუსეთიც დიდია რათქმაუნდა და რუსეთშიც ბევრი კონცერტი ტარდება. რუსეთში არის შოუ-ბიზნესი რთული, ბინძური, მაგრამ არის. ამის თქმა მინდა.  

_ ინტრიგა, რომელიც თქვენ შეგხებიათ და ძალიან გამოგიყვანათ მწყობრიდან.

_ ყველაზე სასაცილო ინტრიგა იყო, ის რომ როდესაც ჩემი მეუღლე მივიდა (რომელიც ჩემი პროდიუსერია) შესამოწმებლად, ბილეთები როგორ  იყიდებოდა  ედიტ პიაფის სპექტაკლ-კონცერტზე, რომლის სიმღერებსაც ვასრულებ , მოლარე ეუბნება: ეს როგორ შეიძლება კაცი თამაშობს მთავარ როლს, გადაკეთებულია. ადრე ვიქტორი ერქვა მაგ კაცს და ახლა ნუცა წერია აფიშებზეო. თემურს სიცილი აუტყდა და უთხრა: რა კაცი ქალბატონო, ჩემი მეუღლეა ეგო. ზოგადად, ინტრიგებზე ვიტყოდი, რომ ვატარებ,  თითქოს მე არ მეხება, არ მესმის, ყურადრებას არ ვაქცევ. ბროდვეის კონცერტზე ვიმღერე ამერიკელ ჯაზ-როკ-ვარსკვლავებთან,  მათთან ერთად ჩავწერე მიქსი „ყვავილების ქვეყანა“. ფეისბუქსზე როდესაც ვაზიარებდი ამ სიმღერას, უხამსო რაღაცეებს წერდნენ. გული მეტკინა,  იმიტომ კი არა რომ ჩემზე რაღაც ცუდს წერდნენ. არა. გამიკვირდა და ვიფიქრე, ან დაყრუვდნენ ან ძალიან დააბოღმა რაღაცამ ეს ადამიანები, მაგრამ რაც არ უნდა მაგინონ მე ვწერ, რომ მაინც მიყვარხართ ყველა,  იმიტომ რომ ხართ ჩემები, იმიტომ რომ ხართ ქართველები... მინდა ყველა განათლებული და გაბრწყინებული იყოს ამ ქვეყანაში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რატომღაც განათლებულ და წარმატებულ ადამიანებს ვერ იტანენ საქართველოში.  

_ ყველაზე დიდი შოკი, რაც ცხოვრებაში მიგიღია და რთულად გამოსულხარ შემდეგ ამ მდგომარეობიდან.

_ ჩემთვის შოკი იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა. (ნუცა, ცნობილი მოქანდაკის ჯემალ შაშიაშვილის ქალიშვილია) იმ დროს მოსკოვში ვიყავი გასტროლებზე.  არაფერი მახსოვს როგორ მივედი აეროპორტში, როგორ ჩავჯექი თვითმფრინავში. მამა ძალიან ახალგაზრდა იყო. მისი წასვლა მოულოდნელი იყო ცხადია. ეს იყო პირველი დიდი შოკი. როდესაც რაღაცას განვიცდი, ვერ ვტირი ხოლმე. ნერვიულობამ თავის კვალიც  დატოვა. მერე გამომივლინდა გულის ჩივილები.  

_ მახსოვს, თქვენ რაღაც პერიოდი ქმართან არ ცხოვრობდით. თბილისში იყავით შვილთან და დედასთან ერთად. ის კი, ამერიკაში.

_ გასტროლებზე მივდიოდ-მოვდიოდი, ხან ერთი კვირა, ხან ორი კვირა, ხან ის ჩამოდიოდა და ასე... დაშორებულები არ ვყოფილვართ. უბრალოდ, საქმე ითხოვდა ასე. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო „ვოისის“ პროექტი რომ იყო. ჩემი ოჯახია თემური, ჩემი ძალა, იმედი, ყველაფერი იმ მხრივ, რომ მის ხელშია ჩემი საქმიანობა და კარიერა. რაც შეეხება ჩვენს შვილს ნიკოლოზს. ის გვიან გავაჩინე. 31 წლის რომ გავხდი ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ბევრი აბორტი მქონდა ადრე გაკეთებული და... მიკვირდა რომ აღარ ვფეხმძიმდებოდი. ბოლოს, მოხდა ის, რომ  ერთი ფანტასტიური ქირურგია საქართველოში, ვადიმ ხატიაშვილი, რომელმაც ჰისტეროსკოპია გამიკეთა და ასე  დამეხმარა, ასევე ჩემი მამაო ნიუ-ორკში. ჩემს სოლო კონცერტზე რომ იყო მოსული, მითხრა:  რაღაც მინდა გავაკეთო შენთვის და რა გინდა, რა გავაკეთოო. მე ვუთხარი: შვილი მინდა ყველაზე ძალიან-მეთქი.  მთელი გულით ილოცა მან ჩემზე. დამირეკა ერთ კვირაში და მითხრა: ნიუ-ორკში, ციმბირში,  ისრაელში ჩემი ძმები მამაოებიც ლოცულობენო და აუცილებლად გეყოლება შვილიო. იმ თვის ბოლოს ფეხმძიმედ დავრჩი კიდეც. 

_ პირდაპირ გკითხავ. ნარკოტიკი გასინჯული გაქვს?

_ მთელი ცხოვრება გადადებული ვარ პოზიტიურ,  ჯანმრთელ, ჯანსაღ  ცხოვრებაზე. აღარ მინდა გავიხსენო ის, რაც გამოვლილი მაქვს პატარა რომ ვიყავი ანუ რაც  წარსულია. როცა მოსკოვში ვიყავი,  ნარკოტიკი კი არა ყველანაირი უბედურება მაქვს გამოვლილი, ისეთ სიტუაციაში მიწევდა ყოფნა და ისეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა როგორ გადავრჩი, მიკვირს. გადავრჩი ესეც ალბათ იმიტომ, რომ ვლოცულობდი. ლოცვა და რწმენა მშველოდა ყოველთვის.  ამით ვინმეს რამეს კი არ მოვუწოდებ, რომ ვთქვათ,  ჯერ გასინჯეთ რაღაც ცუდი ცხოვრებაში, რომ მერე რაღაც კარგი მიიღოთ. არა, უბრალოდ ეს იყო ჩემი ბედისწერა , ასეთი იყო ჩემი გზა, რომელიც გამოვიარე! 

_ მოდი, ბარიერებზე ვილაპარაკოთ, რაც შეგქმნია ოდესმე.

_ ბარიერი ყველას ხვდება ცხოვრებაში, ამის გარეშე არ არებობს არც სიამოვნება არ წარმატების მიღწევა, ოღონდ ბარიერი არ უნდა გახდეს ის ფაქტორი რომელიც დაგძირავს და გაგანადგურებს. ეს ბარიერი უნდა გადააქციო ცხოვრების საფეხურად და არა შენს გამანადგუებელ ფაქტორად. მთელი ცოხვრება ამ ფორმულას ვიყენებდი წინსვლისთვის. როგორ  ვებრძოდი? არ ვებრძოდი. უბრალოდ,  ვიღებდი იმ ისტუაციას რაც მაბრკოლებდა, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი, ვლოცულობდი, ვაჟღერებდი, ვითავისბედი ჩემს ტვინსა და გულში და მივდიოდი ისევ და ისევ წინ! 

 _  რისგან და როგორ შეიქმნა ნუცა შანშიაშვილი, როგორც ასეთი, ბრენდი?

_  ხელოვნებისგან. ეს არის ის საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მიბოძა დაბდებიდან. ხატვა, მუსიკა, კინო, თეატრი... სრული ხელოვნება. აქედან გამოდის სინთეზი პიროვნების, რომელსაც სახელად ჰქვია ნუცა შანშიაშვილი. ამასწინათ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, მიწაში რომ ჩამდო ალბათ იქაც ხელოვნების ჩიჩქვნას დავიწყებ -მეთქი. 

_ ეგ გასაგებია, მაგრამ აი, მაინტერესებს ახლა, პანდემიის პირობებში რა ხდება. რამდენად მოახდინა ამან გავლენა თქვენზე?

- ჩემთვის არაფერი გაჩერებულა. ჩემთვის ეს პერიოდიც ძალიან სრულყოფილი და ძალიან საინტერესოა. ვითავისებ, რომ ჩვენ ყველა გადავდივართ ახალ ყოფა-ცხოვრებაში,. ყველნაირ დარტყმას შემართებით ვხვდები.  მთელი კაცობრიობა განიცდის უზარმაზარ ტრანსფორმაციას, ამას ყველა ვერ გრძნობს და მე ვგრძნობ. ვფიქრობ ჩემს სულიერ მდგომარეობაზე. ეკონომიკური პრობლემები არ მაწუხებს. მე ჩემს სულიერ მდგომარეობას უფო მაღლა ვაყენებ, ვარჯიშს, შინაგან განვითარებაზე ვზრუნავ, დიდ დროს ვანდომებ ფიქრს საკუთარ თავზე, იმ წუთიერ ცხოვრებაზე, რომელიც ძალიან ხანმოკლეა. ამიტომ დრო არ მრჩება ეკონომიკურ პრობლემებზე და პოლიტიკურ სიბინძურეებზე ვიფიქრო. ამ ყველაფერში მეხმარება ის ქვეყანა, რომელშიც მე ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ გაჩერდა კონცერტები, ბანკის უამრავი ვალიც მაქვს, მაგრამ არაფერი არ მაწუხებს რადგან არაფერი არ მაკლია მაინც  დღეს! საჭმელ-სასმელი მაქვს, ჭერი მაქვს... რაც მთავარია შინაგანი შემარტება მაქვს. მატერიალური ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. ალაბათ ამიტომაც ვარ კარგად და იმიტომ ვარ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანს უფრთხილდებიან, სადაც ადამიანი პირევლ საფეხურზე დგას. 

    ვერ ვჩერდები ამ გზაზე, სულ რაღაც სიახლის ძიებაში ვარ, სულ ვფიქრობ რომ სრულყოფილი შემოქმედი, სრულყოფილი პიროვნება გავხდე, სრლყოფილად შევიგრძნო შემქნელის ძალა, რაც ატრიალებს დედამიწას და თვითოეულ ჩვენთაგანს.   



    წყარო: თბილისელები