New York
ნატალია კლდიაშვილის საერთაშორისო წარმატების ისტორია
კატეგორიაკულტურა
ნახვები: 905

ნატალია კლდიაშვილის საერთაშორისო წარმატების ისტორია

მისი ნამუშევრები სნუპ დოგის, ბითსი ქოლინზის, ლორენ ჰილის, ქვინსი ჯონსის, ნიკვესტისა და სხვა ბევრი წარმატებული ადამიანის კოლექციას ამშვენებს. მან შეძლო თავის ნიშა დაემკვიდრებინა მხატვრულ სამყაროში და თავისი ქვეყანა ამერიკაში ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარედგინა. სხვადასხვა ფერის ნატურალური ქვებისგანს, სარკეებისგან  და მეტალისგან, გრანდიოზულ, საინტერესო კოლაჟებს ქმნის. მისი ინტერესის სფერო ახლა კედლის ინსტალაციებია. ეს ნატალია კლდიაშვილია, წარმატებული ხელოვანი, რომელმაც საკუთარ თავზე დიდი მუშაბის შედეგად, ძალიან ბევრი შეძლო და საბოლოო ჯამში წარამტებულ, ყველასგან განსხვავებულ ხელოვანად ჩამოყალიბდა. 

სულ პატარობიდან

... მახსოვს, რომ ჩემი ნახატები გავდა სპექტაკლებს, ვხატავდი ბალერინებს, ვიგონებდი კოსტიუმებს პერსონაჟებისთვის, ვხატავდი სხვადასხვა სცენებს, ვიგონებდი სპექტაკლებს, თან ვმღეროდი, მოკლედ, მთელი სამყარო მქონდა სადაც ვცხოვრობდი. 1992 წელს დავამთავრე თბილისის სამხატვრო სახელმწიფო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. 25 წლის წინ დამებადა იდეა, შემექმნა რაღაც სრულიად განსხვავებული იმ საგნებისგან, რომლებსაც ჩემს გარშემო ვხედავდი. პიველი კომპოზიცია ისე ავაწყვე, არც ვიცოდი, რა გამოვიდოდა. წლების მანძილზე ჩემი ნამუშევრები იხვეწებოდა, ისევე, როგორც ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. მეც ვიზრდებოდი, როგორც არტისტი (მხატვარი) და როგორც პიროვნება. 25 წელი დამჭირდა  დავრწმუნებულიყავი, რომ მზად ვარ ვაჩვენო ჩემი შემოქმედება ხალხს.

ჩემი ნამუშევრებით 

...მინდა ყველას გავუზიარო ჩემი სულიერი  მდგომარეობა, შთაბეჭდილებები. ეს სრულიად განსხვავებული სტილია - მე გავაერთიანე ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, პოპ-არტი, აპლიკაცია, აბსტრაქცია  სკულპტურა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო  „პროდუქტი“ მივიღე. მე არასოდეს ვგეგმავ წინასწარ, რა მასალას ან რა ტექნიკას გამოვიყენებ მითუმეტეს, როდესაც დიდი ზომის ნამუშევარს ვქმნი, რადგანაც, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზა  ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და მისი მთლიანად დანახვა მუშაობის პროცესში შეუძლებელია. ამიტომაც, მე ვმუშაობ კონკრეტულ მონაკვეთზე და არა მთლიან კომპოზიციაზე. ხელი თავისთავად აკეთებს იმას, რაც იმ მომენტში გონებაში წარმოიშვება და მხოლოდ ნამუშევრის დასრულების შემდეგ, როდესაც უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება, მაქვს საშუალება, მთლიანობაში აღვიქვა კომპოზიცია. ჩემს ნამუშევრებში მთავარი ატრიბუტია სარკე, რომელსაც სინათლე შემოაქვს ბილიკებისა  და ანარეკლის სახით. სინათლე კი ენერგიაა - ის დადებითი ენერგია და სიყვარული, რომელსაც მე განვიცდი მუშაობის პროცესში. 

პირველი ექსპერიმენტული გამოფენა... 

გავრისკე და გავაკეთე 2012 წელს,  რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი  გამოიწვია.  ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ საინტერესო ‘’პროდუქტი’’ შევქმენი. მას მერე არ გავჩერებულვარ და დავიწყე მუშაობა ახალ თემაზე სახელად ‘’პლანეტები’’,  რომელსაც ვაკეთებდი სამი წელი და რომ არა საბედისწერო შეხვედრა თუ შემთხვევა, მე ვერ დავასრულებდი ამ კოლექციას

 ეს მოხდა 2014 წლის 27 მაისს... 

ვიყავი სამსახურში გალერეაში შარდენზე “გობელენის მუზეუმი’’, როდესაც შემოვიდა მამაკაცი და დაინტერესდა ჩემი ინსტალაციით ‘’მზე’.’დაუყონებლივ იყიდა ნამუშევარი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მთხოვა მეჩვენებინა სხვა ნამუშევრებიც რის შემდეგაც შედგა ჩვენი თანამშრომლობა. ეს ადამიანი აღმოჩნდა ძალიან ცნობილი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მხატვარი Devid Datuna. მე არასდროს არ დამავიწყდება ის განცდა როდესაც მან მითხრა, რომ ჩემი ნახატები მოხვდება არტ ჰემპტონზე  ნიუ ორკში და არტ ბაზელზე მაიამიში.  მე ვიყავი შოკში.  ‘’რატომ მე _ ეს იყო პირველი კითხვა რაც მე დავიდს დავუსვი. მისი პასუხი იყო ის, რომ მე დავანგრიე ჩარჩოები და გავრისკე როდესაც შევქმენი სრულიად ახალი სტილის ნამუშევრები. მაშინ მე არ მიფიქრია იმაზე მოეწონებოდა და მიიღებდა თუ არა ამას ხალხი. ეს ძალიან დასაფასებელია. პლუს ამას, ეს ინსტალაციები არის ევროპის და აზიის სინთეზი, ინტერგაცია. 

 ‘’გობელენის მუზეუმი”

 ...ეს გამოფენა დავამთხვიე ჩემ დაბადების დღეს სიმბოლურად. ამერიკის გამოფენის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როგორც ხელოვანის. რაც შეეხება გამოფენაზე მოსულ სტუმრებს. უბრალოდ ციტირებას გავაკეთებ იმ ფრაზებისას, რაც ჩემს მიმართ ითქვა: ‘’შენ არ ხარ ნორმალური’’,  ‘’ჩვეულებრივი გიჟი ხარ’’ , ‘’ეს სრული სიგიჯეა’’და ა.შ  იყო ცრემლებიც,  იყო ყვირილიც,  იყო ტრამვაც… ყველაფერი იყო. მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი მშვიდი გამოფენა. ეს იყო ენერგიის ემოციის შადრევანი. მადლობა ყველას ამისთვის.  ჩემთვის დიდი პატივია ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგენა. რაც შეეხება ელიტას. ჩემთვის ‘’ელიტაა’’ ადამიანი, ვისაც  ხელოვნება უყვარს. ყველა ნამუშევარი საზოგადოების ფავორიტებში მოხვდა, რამაც ძალიან  გამახარა... ჩემ ფავორიტ ნამუშევარს მე ყოველთვის უპირატესობას კოლექციის  ბოლო ნამუშევარს ვანიჭებ. ამ შემთხვევაში ეს არის ‘’დედამიწა დროს გარსით’’. 

მზის შუქი და ენერგია 

...რაც გადადის ნამუშევარზე, მუშაობის დროს აუცილებლად ჩარული მაქვს მუსიკა,  ხშირ შემთხვევაში არ მესმის, იმდენად შესული ვარ მუშაობის პროცესში.  ეს ყველაფერი კარგი განწყობის ფონზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს აისახება ნამუშევარზე, ვერ ვგრძნობ როგორ გადის დრო,  სხვა განზომილებაში ვარ, გადის საათები, დღეები, თვეები სანამ დავასრულებ ნამუშევარს და ასე ყოველდღე..

...ყველაზე რთულია მასალის მოძიება, რადგან თითოეული ნამუშევარი მოითხოვს სპეციფიურ მასალას ყოველ ჯერზე განსხვავებულს ეს არის ზღვა რაოდენობის და ფაქტურის დეტალები თვლები და ქვები, როგორც ძვირფასი, ისე უბრალო და მრავალი სხვა რაღაცეები. როდესაც იქმნება ნამუშევარი სპონტანურად მოდის ფაქტურაც, ფერიც მასალაც ანუ ეს არაა პალიტრა კონკრეტული ფერებით რომლითაც დახატავ , ესაა პალიტრა, სადაც შენ იგონებ, ეძებ ფერსაც და ფაქტურასაც, პლუს ვაკეთებ ბარელიეფებს. ერთი თქმით რთულია ამის ახსნა და აღწერა. 

 ამერიკაში 25 000  აშშ დოლარიდან ზემოთ შეფასებული ნამუშევრები

... დროთა განმავლობაში ფასი გაიზრდება ,მრავალი გამოფენის მერე რაც დაგეგმილია. მე უკვე შევქმენი სტილი, რომელიც გაერთიანებულია ბევრი მიმდინარეობიდან, რაც შეეხება ექსპერიმენტს შემიძლია ვთქვა, რომ ეს ექსპერიმენტი შედგა, სამომავლოდ კიდევ ბევრი სიახლე შევა, ამას მუშაობა გამოცდილება და გარემო მოიტანს. გპირდებით კიდევ ბევრჯერ გაგაოცებთ და გასიამოვნებთ ჩემი ხელოვნებით.



წყარო: თბილისელები