New York
წარმატების რეცეპტი, კონდიტერისგან, რომელმაც ხელახლა იპოვა საკუთარი თავი
11 Dec. 2020
კატეგორიასაზოგადოება
ნახვები: 1584

წარმატების რეცეპტი, კონდიტერისგან, რომელმაც ხელახლა იპოვა საკუთარი თავი

სახელი და გვარი: მარიამ ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი

დაბადების ადგილი:  ქალაქი რუსთავი  

ასაკი:  42 წლის 

საცხოვრებელი ადგილი: 21 წელია ცხოვრობს ჩრდილო ესპანეთში ქმარ-შვილთან ერთად. აქედან ხუთი წელი ცხოვრობდა ინგლისში. 

ჰობი: კულინარია, დეკორატიული თიხა და ფოტოგრაფია 

საკონდიტრო მიმართულებით ნამდვილ შედევრებს ქმნის, ეს შედევერები პოლიმერულ თიხაშიც ბევრი აქვს. მინიატურული საჭმლის პროდუქტები, სამმზარეულოს ინვენტარი თუ სხვა. ყველა მისი ნამუშევარი იმდენად ახლოს არის ნამდვილთან, არ შეიძლება ხელის შეხება არ მოგინდეთ და იფიქროთ, რომ ეს მინიატუული ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზი შესაძლოა ჩინური იყოსო. მარიამისთვის ეს ყველაფერი დიდი გატაცებაა, არასდროს სდომებია ეს არაჩვეუკებრივი სააქმე, ბიზნესად ექცია, თუმცა ჩვენი ინტერვიუ დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის დიდი სტიმულის მომცემი იქნება მსგავსი სილამაზე შექმნა და ადამიანებს ესთეტიური სიამოვნება მიანიჭო.  

_ მარიამ, მოგვიყევი საიდან დაიწყო ყველაფერი.

_  სანამ თიხით მიშაობას დავიწყებდი, ბევრად ადრე ვიყავი დაინტერესებული კულინარიით..ყველაფერი ეს, ჯერ სახლში, ჩემთვის უცხო სამზარეულოს შესწავლით დაიწყო.. ესპანური ენაც კი არ ვიცოდი კარგად. კულინარიულ გადაცემებს ვუყურები, ვყიდულობდი წიგნებს და ჟურნალებს. ჯერ ვთარგმნიდი, შემდეგ ვამზადებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღე მონაწილეობა რეგიონის კულინარიულ კონკურსში. ჩემმა კერძმა პირველი ადგილი აიღო..ამით ჩემს თავში მეტად დავრწმუნდი რომ - მე, ეს ძალიან კარგად შემიძლია. კულინარია ჩემთვის ხელოვნების ნაწილია. მხოლოდ გემოები არ თამაშობენ მთავარ როლს, მნიშვნელოვანია კერძი თუ დესერტი ესთეთიურადაც დახვეწილი იყოს , ფერები.. კომპოზიცია.... აუცილებელია თვითოეული ინგრედიენტის "გაცნობა".  შემდეგ თავად "გიკარნახებენ " როგორ მიჰყვე. კულინარიაში ყველაფერს ჩემით მივაღწიე. სულ რაღაც ახალს ვეძებდი, შემდეგ ვტესტავდი. რა თქმა უნდა ბევრჯერ გამფუჭებია, მაგრამ ხელახლა დამიწყია და ვაკეთებდი იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღევდი ბოლოს, მთავარ კონდიტერად ვმუშაობდი ინგლისის ერთ -ერთ საუკეთესო რესტორანში, სადაც ჩემი შრომით მართლაც დამსახურებულად მოვიპოვე მიჩლენის ვარსკვლვი. ასევე ვმუშაობდი მთავარ კონდიტერად ჰოლიდეი ინის ქსელში.  

_ რამდენადაც ვიცი დედის გარდაცვალების შემდეგ მოჰკიდე ხელი თიხას. როგორც ჩანს დეპრესიის გამო.

_  ჩემი მინიატურებით დაინტერესებას ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი უძღვის წინ...მოულოდნელად გარდამეცვალა დედა... მქონდა დეპრესია... თითქოს ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის . ახლაც კი, 2 წლის შემდეგ მიჭირს რეალობასთან შეგუება... ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო... ამ დანაკარგით, დიდი ტკივილით იმდენი ემოცია დაგროვდა ჩემში, რომ მინდოდა რაღაცაში გადამეტანა.. თითები თითქოს თავად ეძებდნენ მასას რომ გამეკეთებინა რაიმე... თავდაპირველად დავიწყე შაქრის მასისაგან და ცომისგან მზადება , მაგრამ დიდხანს ეს ვერ გაძლებდა და გადავედი თიხაზე... პროცესი საოცარ შვებას მანიჭებდა...

_ თიხა დამყოლია, გემორჩილება, შენს ჭკუაზე შეგიძლია ატრიალო, თუმცა დამუშავების და გამოშრობის პროცესში შეიძლება დასკდეს და მთელი ნაწვალები წყალში ჩაგეყაროს, მითუმეტეს რომ შენი ნამუშევრები ძალიან პატარებია. 

_ დიახ, თიხის დამუშავებას თავის დრო და პროცესი აქვს. კარგად თუ არ დაამუშავე, შეიძლება დასკდეს ზედაპირი. ყოფილა შემთხვევა, როცა თიხა არის ძალიან გამომშრალი და ამას სპეციალური სხვა პროდუქტით ვამუშავებ , რაც დიდ დროს მოითხოვს. 

_ როგორ ამსგავსებ თიხისგან გამოძერწილ ნივთებს, ნამდვილს?  

_  დიახ , ვცდილობ დავამსგავსო რეალურს..როცა ახალი დაწყებული მქონდა და არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა, დავხუჭავდი თვალებს, წარმოვიდგენდი კონკრეტულ ნივთს. თითქოს ვიღაც მკარნახობდა როგორ შემესრულებინა. მაშინვე ვდგებოდი და ვაკეთებდი. შედეგი მეც კი მაოცებდა.. ჩემთვის ეს ყველაფერი სასწაულია..ვერასოდეს  წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პატარა ნივთებს გავაკეთებდი... ამის შემდეგ დავიწყე თეორიული ცოდნა მიმეღო, მასალების მოძიება .. ღამით ვკითხულობდი, მერე ვთარგმნიდი სხვადასხვა ენიდან, მეორე დღეს ვცდილიბდი გამეკეთებინა . ეს ყველაფერივთვლი მაინც, რომ თავისით მოვიდა, თუმცა მამაჩემის დამსახურებაცაა. ის დიდ გიგანტურ ქანდაკებებს აკეთებს, მე - მინიატურებს. დედას გარდაცვალების შემდეგ, კულინარიას თავი დავანებე, თუმცა თიხისგან  ვაკეთებ. 

ინგლისის ყველაზე დიდი და საუკეთესო რესტორანის მთავარი კონდიტერი როგორ გახდი? 

    - ინგლისში ცხოვრების დრო,ს ერთ დღეს დამიკავშირდა ორი და სამი მიჩლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი. უკვე თავი მქონდა დანებებული კულინარიისთვის და უარი ვუთხარი. ასევე საქართველოდან იყო რამოდენიმე შემოთავაზება .  

    _ შენ ასევე ხარ ძალიან კარგ ფოტოგრაფი. ეს საქმეც ალბათ არანაკლებ გიყვარს.

    _  ფოტოგრაფია უზომოდ მიყვარს. კულინარიამდე ვიყავი გატაცებული.  ჩემმა სამმა ნამუშევარმა წლის საოკეთესო ფოტოების წოდებაც კი მიიღო. მახსოვს, ბავშობაში მამა როგორ ამჟღავნებდა ფირიდან ფოტოებს. ჩემთვის საოცარი, ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო, როცა ვუყურებდი ცარიელ ფურცელზე როგორ ჩნდებოდა გამოსახულებები. რამდენჯერ დავგეგმე გამოფენა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს. იმედია ამასაც გადავლახავ და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ერთგული გულშემატკივრები ახლოდან იხილავს ჩემს ნამუშევრებს. ყველაფერი - კულინარია, მინიატურები ჯერ ჩემი ჰობი იყო, რომელიც ჩამოყალიბდა პროფესიად.  იმდენი მოწონება მოჰყვა ჩემს ნამუშევრებს, რომ დღეს ამაზე ვმუშაობ... მაძლევენ შეკვეთებს და მე ვუმზადებ . 

    ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად გინდოდა ცხოვრებაში? 

    მე მინდოდა ჩემთვის დაეძახათ ხელოვანი. ეს იყო ჩემი ოცნება! ჩემთვის ეს უმაღლესი შეფასებაა! ოცნებები სრულდება! რათქმა უნდა სურვილი დიდია რომ ეს საქმე გავზარდო, მაგრამ არ მინდა და ვერც დავუძახებ ამ საქმეს ბიზნესს. რამოდენიმეჯერ გამოვცადე ეს. ამიღია შეკვეთა და ... ბოლოს გამიჩუქებია. რასაც ვაკეთებ მთელ ჩემს დადებით ემოციებს ვდებ , ვეფერები, ვესაუბრები... არ მინდა მხოლოდ ფულის გამო ავიღო პასუხისმგებლობა. ყველას, ხელოვნების ნებისმიერ დარგში, ვურჩევდი, სიყვარულით გააკეთონ თავიანთი საქმე. ასეთ მიდგომას, ყოველთვის აქვს შედეგი. თუ არ გამოსდით , არ უნდა დანებდნენ. იქამდე უნდა გააკეთონ, სანამ არ მიიღებენ შედეგს. მე თუ შემიძლია , თქვენც შეგიძლიათ . 

      _ რა ხდის ადამიანს წარამტებულს და შენი მაგალითიდან გამომდინარე, ფიქრობ თუ არა, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რთული პერიოდები და სწორედ ეს პერიოდები გაძლევს მეტ შემართებას, რაიმე ღირებული შექმნა, უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე აკეთებ. რას ურჩევდი ამ ადამიანებს? 

      _  ჩემი ცხოვრების გამორჩეული პერიოდი ორი წლის წინ იყო. დიდი ტკივილის ფონზე სიცოცხლის ხალისი დავკარგე. სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებდი თბილ სიტყვებს,მხარდაჭერასა და სიყვარულს.  მათმა სიტყვებმა დამიბრუნეს ცხოვრების სურვილი. მამა და ძმა,  მიუხედავად საერთო ტკივილისა, ერთმანეთს ვამხნდვებდით. ერთ  წელიწადში სამი უძვირფასესი ადამიანი დავკარგეთ... ტკივილი ტკივილს ემატებოდა. მას მერე ჩემთვის ძალიან შეიცვალა ყველაფერი. ბევრს არ ვითხოვ წარმატებისთვის , მხოლოდ სიყვარულს, რასაც ხალხისგან, მეგობრებისგან და ჩემი ახლობლებისგან სულ ვიღებ. ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა. მადლობა მათ ამისთვის! ვფიქრობ, წარმატებისთვის ადამიანმა უნდა ჩადოს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმი. თვითოეული წუთი ძვირფასია და ეს უნდა გამოიყენონ . საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება მხოლოდ სიყვარული და შრომაა. სხვა არაფერი.



      წყარო: თბილისელები