New York
ლადო ბურდული: საბჭოთა დიდი ხროვა დაიშალა პატარა ხროვებად...
კატეგორიაკულტურა
ნახვები: 1156
ავტორიეკა პატარაია

ლადო ბურდული: საბჭოთა დიდი ხროვა დაიშალა პატარა ხროვებად...

“...მახსოვს, 1983 თუ 84 წელს მე და ჩემი მეგობარი დაგვიჭირეს, პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს და ვიღაც კაციჭამიებთან ერთად კამერაში ჩაგვყარეს. როცა უფროსი შემოვიდა, ჯერ ჩვენ შემოგვხედა, მერე იქ მყოფებს და გვითხრა: ესენი შეიძლება კრიმინალები არიან, მაგრამ კაცებს გვანან და აი თქვენო და ტყლაშ... ასეთი რაღაც ხდებოდა. სისტემა, რომელშიც ვიზრდებოდი, ასეთი იყო – მარცხნივ წახვალ, მგელი შეგჭამს, მარჯვნივ წახვალ, დათვი დაგგლეჯს. ქუჩური სამყაროც ჩვენ წინააღმდეგ იყო და ხელისუფლებაც. ჩემს  გარშემო საზოგადოება იმდენად რადიკალური და აგრესიულად განწყობილი იყო, რომ სიმღერის დაწერა და დაკვრა მთელ სისტემასთან და იდეოლოგიასთან ბრძოლას ნიშნავდა, დაწყებული მშობლებიდან, დამთავრებული აეროპორტის მებაჟით. მაიმუნებში მოხვედრილ ადამიანს მაიმუნები ყოველთვის დასცინიან, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ცივილიზებულ სამყაროში მათ მაიმუნებს ეძახიან, ადამიანებს კი ადამიანებს. მე საქართველოში დამაკომპლექსებდნენ და დამაგოიმებდნენ ორ წუთში, ბავშვობიდან დასავლეთში, რომ არ მემოგზაურა და არ დავრწმუნებულიყავი, რომ მთელი დასავლეთი ჩემნაირია. ეს ყველაფერი, რომ არ მენახა, ჩემი სამი მილიონი თანამოქალაქე დედას მიტირებდა...“ ამბობს „ტაბულასთან“  ლადო ბურდული. 

არაორდინალური, კრეატიული, ძალიან დინამიური, ალტერნატიული მუსიკის მიმდევარი, უსმენს და თავად ქმნის საინტერესო კომპოზიციებს ამ მუსიკაში,  - ეს არის  ლადო ბურდული, რომელიც ისვე და ისევ ფიქრობს, რომ ყველა გენიალური იდეის  უკან  თუ არ დგას ძალა, ის განწირულია და მისი განხორციელება შეუძლებელია,  რადგან სამწუხაროდ კაცობრიობის შინაარსი და ისტორია ძალაზეა შექმნილი. 

_ რომ არა მუსიკოსი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ლადო ბურუდული. რა ინტერესები გქონდა?

_ თინეიჯერობამდე მინდოდა კინორეჟისორობა და მეგონა ეს მიზანი არასდროს შეიცვლებოდა,მაგრამ შეიცვალა რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო.

_ მოდი, გაიხსნე შენი პირველი პროექტი, რომლის მერეც ჩამოყალიბდი მუსიკოსად?


_ მე, მუსიკიდან მოვდივარ 4 წლიდან, მუსიკაში ვცხოვრობდი.იყო  ბავშვთა მუსიკალური ანსამბლი „ნაკადული“ (ვოკალი და ბასი), ჯერ, კაზარიანცის ხელმძღვანელობით მერე ალეკო კილაძის ხელმძღვანელობით. პიონერთა სასახლის სხვადასხვა მუსიკალრი წრეები ციცინო ციცქიშვილთან, ვოკალური კვარტეტი, ხალხური გუნდი „მირანგულა“ ქეთევან შინდაგორიძის ხელმძღვანელობით, ხალხური ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“,   მე9 მუსიკალური სასწავლებელი ედუარდ დათებაშვილის კონტრაბასის კლასი, ნიჭიერთა ათწლედი ვლადიმერ ღოღობერიძის ხელმძღვანელობით, კონსერვატორია, ოპერა.. ოპერის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ  წიგნშიც კი მოვიხსენიები როგორც ოპერის ორკესტრის კონტრაბასისტი.

_ გრძელი თმა, საყურე, ჩაცმის სტილი, დასავლური შეხედულებები და ინტერესები, ალტერნატიული მუსიკა... ერთი სიტყვით ძალიან არაორდინალური ბიჭი იყავი. მაშინ, რასაც შენ აკეთებდი, საზოგადოებისთვის ცოტა უცხო იყო. ალაბთ შენთვისაც გაუგებარი იყო ამ საზოგადეობაში ყოფნა. მათი მენტალიეტის გაგება. 

_ მაგაზე ასეთ რამეს ვამბობდი ყოველთვის, რომ საქართველო მე მეწევა და არა მე საქართველოს-მეთქი. ეს იყო შედეგი ჩემი ბევრი მოგზაურობის დასავლეთში. ნამდვილი თავისუფლების შესისხლხორცების შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი თუ მოტრფიალე საზოგადოება ვეღარ მატყუებდა რა იყო ნაღი და რა ,,ტრუხა", როგორი იყო თავისუფალი ადამიანების საზოგადოება და როგორი მონური აზროვნების საზოგადოება. ეს ერთი. მეროე - იყო უფრო წარმოუდგენელი, თვითგანწირვის ტოლფასი. ამ გაგებითა და პოზიციით ცხოვრება მათში ისე, რომ დარჩენილიყავი ყველაზე  ცოცხალი, რთული იყო, მაგრამ მე გადავრჩი. 

_ თანდათან დაიმკიდრდა ალტერნატიული მუსიკა ჩვენთან. საზოგადოებამ მიიღო ლადო ბურუდული ისეთი, როგორიც არის, თავისი ყველაფრით. დღეს, ამ გადასახედიდან შენთვის როგორია ეს არეალი, სადაც და ვისთვისაც უკრავ ანუ როგორია შენთვის ეს გარემო, ძალიან კრიტიკული, თავისუფალი, რაღაც არ მოგწონს ან მოგწონს?

_ჩემი ანალიზი ასეთია ყველა - ქართული საზოგადოების პრობლემა მიდის შიშამდე განსხვავებულობის და საკუთარი აზრის გამოხატვის ანუ ერთი დიდი საბჭოთა ხროვა დაიშალა ბევრ პატარა ხროვებად თავის ლიდერებითა და მენტალობით, რომელიც აგებულია არა პიროვნების ინდივიდუალიზმზე, არამედ მაინც ლოკალურ კლანურ ინტერესებზე და აზროვნებაზე. ჩემი მუსიკა არასდროს არ დაწერილა ასეთი ხალხისთვის. ის იწერებოდა და დაიწერება ყოველთვის თავისუფალ, ლაღ,  დამოუკიდებელ მებრძოლ ინდივიდებისთვის, რისი დეფიციტიც ამ ქვეყანაში დღეს უფრო დიდია ვიდრე საბჭოთა კვშირის დროს იყო .

_ ანუ რამდენად რთულია საქართველოში იყო როკ- მუსიკოსი. რამდენად ესმით ეს მუსიკა? ამის თქმა მინდა.


_ ეს არის მარტოხელა მეომრის გზა ანუ საკუთარი თავის განწირვა, იმღერო შალახოს საზოგადოებაში, მათივე ენაზე და დადგე ბოლომდე და არ უღალატო ბავშვობაში არჩეულ გზას სიყვარულის და ცივილიზაციის დროშით. ანუ ქართულ ენაზე როკი, ეს უკვე ნიშნავს იზოლაციას დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსგან, ენა, რომელიც არც ესმის სამ მილიონ კაცს. თან, როკ-მუსიკია, მარტო მუსიკა არსდროს ყოფილა. ეს იყო,  არის და დარჩება პროტესტის და თავისუფლების მუსიკად ხოლო, საზოგადოებაში სადაც პროტესტი და თავისუფლება მხოლოდ პირად კეთილდღეობაზეა მორგებული, საკუთარ კუჭზე დაფუძნებული, ამის კეთება ასეთ საზოგადოებაში უფრო მეტად სიგიჟის ტოლფასია. 

_ ჩანს, თითქოს გაურბიხართ იმ დღევანდელობას რაც დღითი დღე კარგად ჩანს საზოგადეოაბში, ურთიერთდაოკიდებულებაში ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, უნნარო, უპასუხისმგებლო ყოფაში, სადაც არავის არავის მიმართ, არც ცოდვა, არც პასუხისმგებლობა და საერთოდ, არანაირი პატივისცემა არ გააჩნია. 

_ აუცილებლად მოვა თაობა, რომლის მოთხოვნაც სულ უფრო და უფრო იქნება ნაღდზე, სიმართლეზე, თავისუფლებაზე და დამოუკიდებულობაზე. მათთვის ყოველთვის ვიქნები ჩირაღდანი და იმედის მომცემი ჩემი განვლილი გზით მათ წინაპრებში. სხვანაირად სახელმწიფო ვერ იარსებებს, ვერ იარსებებს ტყუილებში,  კრიმინალურ გაგებით, კორუპციით, უსამართლოით და ა.შ. ეს დრო ჩაბარდა საბჭოთა ისტორიას. ის ამიტომაც დაინგრა. სამწუხროა რომ ამას აქ, ასე რთულად და მძიმედ აცნობიერებენ და ებრძვიან საბჭოთა მოქალაქეების შთამომავალნი, რომლებსაც ნაყიდი ვიზუალებით უნდათ ვესტურობა ხოლო, გულის სიღრმეში ისევ საბჭოთა გიმნი უკრავს. რაც შემეხება მე. მეც ამ ძიებაში ჩემი საქართველო ვიპოვე,  როცა სტიქაროსნად მივედი ჯვარის მამის ტაძარში მამა ტიმოთე წიკლაურთან.  უფალი, ოჯახი და ჩემი შემოქმედება იმხელა სამყაროა და ისეთი ლამაზი, რომ ამ საზოგადოებას იქ ადგილი აღარ ააქვს.

მე ჩემს თავს სულ ვთვლიდი ქვეყნის პატრიოტად და სწორედ ამიტომ შევქმენი ქართულ ენაზე როკ მუსიკა და დღემდე ქართულად ვმღერი. უცხო ენაზე არასდროს მიმღერია. წასული ვიყავი. დავბრუნდი რადგან დეზერტირობაც ვერ მომერგო. მივხვდი,რომ ჩემს ხალხს და ქვეყანას ვჭირდებოდი. რომ არ ჩამოვსულიყავი, არც „ფაბრიკა“ იქნებოდა რომელმაც ქვეყანას აჩუქა კაბუ, ბესელა, ზალიკო ხეცურიანი, ქეთათო და უამრავი სხვა ახალგაზრდა, რომლებმაც მერე შექმნეს მთელი ეს ახალი ეპოქა, არც მაესტროს მუსიკალური არხი, რომლისაც არავის სჯეროდა როცა პირველი ჰიტ პარადის იდეა ჩაუნერგე პასეანსის ,,ტუსოვკას", არც ჩემი სახლის ,,ტუსოვკები" რაც 90-ბში ერთადერთი სცენა იყო ქართული თანამედროვე მუსიკისთათვის და მოდისთვის, არც კავაკსიის როკ-ფესტები ჩატარდებოდა რომელიც ასობით ახალგაზრდას დაეხმარა ქუჩა მუსიკით შეეცვალათ, არც FTV & MCM-ს არავინ ჩამოიყვანდა საქართველოში, არც ნინო ქათამაძე არავის ეცოდიენბოდა რომლის წარმატებაც დაიწყო ჩემს კავკასიის როკ-ფესტიდან 2000 წელს, სადაც ის აღმოაჩინა რუსულმა MTV და ჯგუფმა VA BANK-მა,არც ირაკლი ჩარკვიანი რომელსაც პირველ სადებიუტო სოლო ალბომში „სვან სონგში“ მუსიკალური მხარის შექმნაში დავეხმარე და ჩემი ჯგუფის რეცეპტით მხარში...ნუ ჩემს ძმაზე და კიდევ სხვებზე აღარ ვლაპარაკობ... მოკლედ, ცუდია თუ კარგია ჩემია... ეს არის ჩემი სამშობლო, ჩემი  სქართველო, ჩემი ხალხი. ყოველთვის ვიბრძოლებ უკეთესი საქართველოსთვის და ნათელი მენტალიტეტისთვის.

- მამაზეც მინდა გკთხო. როგორი იყო და არის თვქენი ურთიერთობა, რას ფიქრობს მუსიკალურ მიმდინარეობაზე, სადაც ხარ?... 

_ მამაჩემი თავისი რჩევებით და კრიტიკით ყოველთვის არის, იყო და იქნება ჩემთვის სწორი ორიენტირი ანუ კომპასი ჩემს ცხოვერბაში ჭეშმარიტების გზაზე სწორად სიარულში. მამაჩემმა დიდი ზეგავლენა იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, როგორც შემოქმედებითში, ისე ადამიანურში და სულიერში.

_  ბაკურთან შენი ურთიერთობა როგორია,  რამდენად უგებთ ერთმანეთს?

_ მართალიაორივე თავისებურად რთული ადამიანები ვართ ჩვენი შეხედულებებით, აზროვნებით მაგრამ ძმობას და ურთიერთპატივისცემას ყოველთვის წინა პლანზე ვაყენებთ.

_ რეალურად, რომ შეიძლებოდეს ცხოვრების თავიდან დაწყება, რას შეცვლიდი?
_ არაფერს რაც იყო იყო რაც მოხდა მოხდა ესეიგი ასე იყო საჭირო.

_ ახლა რას საქმიანობ, რა პროექტები გაქვს. პანდემია ხომ არ გიშლის ხელს შენც რაღაც პროექტის განხორციელებაში. როგორია შენი ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ უმკლავდები სირთულეებს, კარანტინის დროს როგორ ცხოვრობდი შნ და შენი დიდი ოჯახი?

_ როგორც გითხარით ეხლა ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უკავია უფალს, ოჯახს და ჩემს შემოქმედებას. ვწერ ავტობიოგრაფიულ წიგნს, ვმუშაობ ავტობიოგრაფიულ ფილმზე და ვწერ თავის დროზე ჩაუწერელ ალბომებს, მათ შორის ვწერ პოსტ პანკ ჯგუფ „ურჩხულის“ 1984-1987 წლის ალბომს.