New York
ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ს 46 - ე პრეზიდენტი. ახალი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში
21 Jan. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 498
ავტორინათია ჩაჩავა

ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ს 46 - ე პრეზიდენტი. ახალი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვებით და ინაუგურაციით, ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უმცროსი ამერიკის პირველი ყველაზე ასაკოვანი (ასევე მეორე კათოლიკე, ჯონ კენედის შემდეგ) პრეზიდენტია. ასევე ქვეყანას პირველად ჰყავს ვიცე პრეზიდენტი ქალი, თანაც აზიურ - აფრო-ამერიკული ფესვებით.

2021 წლის 20 იანვრის ისტორიული ღონისძიება კიდევ ერთი ფაქტიტაც იყო განსხვავებული . აშშ-ს 46 ე პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ესწრებოდა ბაიდენის წინამორბედი- დონალდ ტრამპი. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ხაზგამისთ აღნიშნა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ სცნობს, ტრამპის აზრით, დემოკრატებმა არჩევნების შედეგები მოიპარეს (ამ მოსაზრების მტკიცებულება არ არსებობს ) . დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ბოლო წუთამდე არ უღიარებია ბაიდენის გამარჯვება.  ჯოზეფ ბაიდენის სახელი არ უხსენებია არც გამოსამშვიდობებელ სიტყვაში. მოქალაქეებისადმი მიძღვნილი მიმართვისას მან მხოლოდ სიტყვა " ახალი ადმინისტრაცია" ახსენა და გუნდს წარმატება უსურვა.

თუ დონალდ ტრამპის დემონსტრაციულ პროტესტსს, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებსა (  კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო, ვაშინგტონში 25 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა) და კორონავირუსით განპირობებულ შეზღუდვებს არ ჩავთვლით, ინაუგურაცია ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ღონისძიების მსვლელობას მზიანმა ამინდმაც შეუწყო ხელი. ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა, პრეზიდენტმა ფიცი საუკუნოვან ბიბლიაზე დადო. ეს წმინდა წიგნი, ბაიდენების ოჯახის რელიქვიაა. ცერემონია მოსამართლე სონია სოტომაიორს მიჰყავდა, რომელიც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ისტორიაში პირველი ლათინურ-ამერიკული წარმოშობის უზენაესი მოსამართლეა.

შთამბეჭდავი იყო ბაიდენის პირველი საპრეზიდენტო სიტყვა. თეთრი სახლის ახალი ლიდერის გამოსვლაში მთავარი აქცენტი გაკეთდა ერთიანობაზე, თანასწორობაზე, დემოკრატიის დაცვაზე, კორონავირუსის დამარცხებაზე, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე , აშშ-ს მოკავშირეებთან ურთიერთობების დალაგებაზე, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებული შეთანხმებების  აღდგენასა და (კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის ხელშეკრულება) , ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების დაბრუნებაზე.

"ამერიკის ბედი დამოკიდებულია არა ცალკეულ ინდივიდებზე, ან რომელიმე ჩვენგანზე, არამედ ჩვენს ერთიანობაზე. იმისთვის რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და აღვადგინოთ ამერიკული სული, საჭიროა ერთიანობა . მიზანსწრაფულობა,პრინციპულობა, რწმენა, თავდაჯერებულობა , ერთმანეთისადმი თავდადება და რაც მთავარი, ჩვენი ქვეყნისადმი ძლიერი სიყვარული. ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, ვფიცავ მაღალ ღმერთს, პირობას ვდებ: დავიცავ ქვეყნის კონსტიტუციას , დემოკრატიას, აშშ-ს. ვიქნები თქვენს სამსახურში , მთავარი მიზანი იქნება არა ძალაუფლების მოხვეჭა, არამედ შესაძლებლობების გაფართოვება არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ საყოველთაო სიკეთისთვის". - ჯო ბაიდენი, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი.