New York
კლიმატური ცვლილებების გამო სამყაროს კატასტროფა ელოდება? ბილ გეითსის გაფრთხილება!
18 Feb. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 465
ავტორინათია ჩაჩავა

კლიმატური ცვლილებების გამო სამყაროს კატასტროფა ელოდება? ბილ გეითსის გაფრთხილება!


კომპანია "Microsoft" -ის დამფუძნებლი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ განვითარებული სახელმწიფოების მხრიდან შესაბამისი ჩართულობა არ იქნება, კლიმატური კატასტროფა გარდაუვალია. გადაცემა "60 წუთში", ანდერსონ კუპერთან გეითსმა კორონავირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემია და მისით გამოწევული კრიზისი , მოსალოდნელ კლიმატურ კატასტროფასთან შედარებით, უფრო მარტივი გამოწვევაა.

"თუ ჩვენ შევძლებთ, რომ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები წარმატებით დავძლიოთ, ეს იქნება საუკეთესო, რაც კაცობრიობას ოდესმე გაუკეთებია" - აცხადებს ბილ გეითსი . მისივე თქმით, კლიმატთან დაკავშირებით არსებული პრობლემები კომპლექსურია . " ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასა და ჩართულობას მოითხოვს, ყოველწლიურად ატმოსფერო 51 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგით ბინძურდება. იმისათვის, რომ მსოფლიომ კლიმატური კატასტროფის პრევენცია შეძლოს, აუცილებელია 2050 წლისთვის ამ მაჩვენებლის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა.

საყურადღებოა, რომ ბილ გეითსმა ჯერ კიდევ 2015 წელს, განაცხადა რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგებოდა და ეს გამოწვევა ვირუსი იქნებოდა.