New York
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტებას ულოცავენ
21 Jan. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 395
ავტორინათია ჩაჩავა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტებას ულოცავენ

ჯოზეფ ბაიდენს გაპრეზიდენტებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა მილოცვა მიიღო, ევროკავშირის , ნატოს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისგან, ასევე რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებისგან.

"ხანგრძლივი 4 წლის შემდეგ, ევროპას ჰყავს მეგობარი თეთრ სახლში, ეს ახალი დასაწყისი ამერიკის შეერთებული შტატებში , არის ის რასაც დიდხანს ველოდით, ევროპა მზად არის ახალი სტარტი აიღოს მის ძველ და სანდო პარტნიორთან"- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი.

ნატო
"ბაიდენის ინაუგურაცის შემდეგ ტრანსატლანტიკური ალიანისთვის ახალი ეტაპი იწყება, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა არსებითად მნიშვნელვანია ალიანსისთვის, ვმუშაობთ ერთად ჩვენი უმთავრესი ღირებულების - დემოკრატიის დასაცავად. ნატოს მოკავშირეებს სჭირდებათ ერთიანობა იმ საფრთხეებთან გასამკლავებლად რომელიც მოდის ჩინეთიდან, ავღანეთიდან ერაყიდან დარუსეთიდან. "- იენს სტოლტენბერგი , ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერი.

გერმანია
"გერმანია მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის დაიწყოს ურთიერთობის ახალი ეტაპი "- წერს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გერმანიის კანცლერის პრეს-მდივანი სტეფენ ზიბერთი.

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერი კი აცხადებს, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტება დემოკრატიისთვის სასიკეთოა.

“შიდა მტრობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ძლიერება." - ამბობს შტაინმაიერი.

საფრანგეთი
ჯოზეფ ბაიდენმა მილოცვა მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგანაც. ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ შეუერთდა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით პარიზის საერთაშორისო შეთანხმებას.

"ჩვენ ერთად ვართ, ვიქნებით ძლიერები თანამედროვე გამოწვევების წინაშე, ერთად ყოფნით მტკიცედ დავიცავთ მომავალსა და ჩვენს პლანეტას"- წერს ემანუელ მაკრონი.

დიდი ბრიტანეთი
პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი: " მოუთმენლად ველით მჭიდრო ურთოერთობებს ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ჩვენი თანამშრომლობა აუცილებელია ისეთ სფეროებში როგორიც არის: კორონავირუსის დამარცხება, კლიმატური ცვლილებები, თავდაცვა,უსაფრთხოება, დემოკრატიის გავრცელება ჩვენი მიზნები ერთნაირია, ამიტომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს საერთო მიზნის მიღწევაში.”

რუსეთი
"მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ოფისს დაიკავებს, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონთან კონსტრუქციული ურთiერთობებiს დამყარებას შეძლებს. " - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საყურადღებოა, რომ ბაიდენს არაერთხელ აღუნიშნავს, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარ საფრთხეს რომ წარმოადგენს.

„ტრამპისგან განსხვავებით, მე დავიცავ ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს და წინ აღვუდგები პუტინის მსგავს ავტოკრატებს“ - ეს სტატუსი ბაიდენმა აგვისტოში დაწერა ტვიტერის გვერდზე. აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა არაერთხელ და საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია.- ეს გზავნილი მოსკოვში ზუსტად გაიგეს და ალბათ ეს არის ერთ- ერთი მიზეზი იმ მიზეზების უაზრმაზარი ჩამონათვალიდან, რატომაც კრემლის ლიდერი არ ჩქარობდა ამერიკელი კოლეგისთვის გამარჯვება მიელოცა.

ზოგადად, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და მით უფრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამოკიდებულება რთული გამოსაცნობი არ არის. მოსკოვი ვაშინგტონთან კავშირისას უამრავ ფაქტორს ითვალისწინებს - მათ შორის წარსულს, რომელიც ხშირად საკმაოდ მნისვნელოვან როლს თამაშობს.2011 წელს ჯო ბაიდენმა ვიცე პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ადგილას ის პრეზიდენტად კენწს არ იყირდა.ბაიდენის აზრით, ხელახლა გაპრეზიდენტება ნეგატიურად აისახებოდა როგორც რუსეთზე, ასევე თავად ვლადიმერ პუტინზე.

რას შეიძლება ელოდეს მოსკოვი ბაიდენის ადმინისტრაციისგან?
"გადატვირთვა სავარაუდოდ არ იქნება" !!!

გამომდინარე იქიდან რომ დემოკრატიული პარტია რუსეთს ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ღიად ადანაშაულებს, საკმაოდ დიდია ალბათობა რომ ვაშინგტონმა მოკავშირეების დახმარებით მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს და სანქციები გაამკაცროს.

"არ მგონია , რომ ბაიდენი პუტინის მიმართ ლოიალური იყოს. მოსკოვი ისევ აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას , ყალბი ამბები ვრცელდებოდა ბაიდენის გარემოცვის წინააღმდეგაც, ამიტომნაკლებად სავარაუდოა რომ ბაიდენმა პუტინს

ხელი გაუწოდოს და უთხრას "‘LETS MAKE IT NICE’” - ამბობს დევიდ კრამერი, დევიდ კრამერი - ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში.

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგადად,მსოფლიოში მიმდინარე პანდემიურ ვითარებას გავითვალისწინებთ, ინაუგურაციის შემდეგ, ბაიდენი და მისი გუნდი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარებით, მათ შორის ყველაზე მთავარი კორონა ვირუსი და მის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია. რაც შეეხება რუსულ მედიას: მედიის ნაწილი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებასი მეტად პროგნოზირებადი იქნება.არ არის გამორიცხული მოხდეს შეთანხმების მიღწევა ისეთ საკვანძო საკითხზე როგორიც არის : რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულება.(ხელშეკრულების ვადა იწურება 2021 წლის თებერვალში) . ბაიდენი ამ ხელშეკრულების 5 წლით გახანგრძლივების მომხრეა. Ანალიტიკოსები პროგნოზირებენ რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებშბი, ეს ხელშეკრულება სავარაუდოდ 5 წლით გახანგრძლივდება.

რუსი პოლიტოლოგი ანტონ ბაბაშინი აცხადებს, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტება რუსეთისთვის სასიამოვნო სიახლე არ ყოფილა. " კრემლში კარგად ესმით რომ ბაიდენი და მისი გუნდი გაცილებით მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ. მათ ასევე იციან, რომ ვაშინგტონის პოზიცია იქნება მკაცრი როდესაც საქმე ეხება ევროპას და რუსეთის გავლენას ევროპასა და რუსეთის მეზობლებზე".

ბაიდენმა მილოცვა მიიღო აშშ-ს მეზობელი ქვეყნების ლიდერებისგანაც.

კანადა
კანადის პრემიერ მინისტრი: "კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა სამაგალითოა. ჩვენი ღირებულებები საერთოა დემოკრატიისა თუ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ინტერესები, ძლიერი ეკონომიკური კავშIრები . კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა გაცილებით მეტია ვიდრე მეგობრობა. ჩვენ ვართ ახლო მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები" - ჯასტინ ტრუდო, კანადის პრემიერ მინისტრი.

მექსიკა
მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი : " ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისას ეს სამი ფაქტორი უმნიშვნელოვანესია: პანდემია, ეკონომიკის აღდგენა და მიგრაცია”.