New York
 ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიპოვნოთ საერთო ენა - ჯუზეპე პაზოტო
04 Apr. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 651
ავტორიეკა პატარაია

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიპოვნოთ საერთო ენა - ჯუზეპე პაზოტო

კითხვა, თუ რა განსხვავებაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის დიდი ხანია აქტუალურია საზოგადოებაში. კონკრეტული, ზუსტი პასუხის მიღება თითქმის შეუძლებელია, რადგან უამრავი ფაქტორია ჩართული საზოგადოებაში სხვადასხვა პოზიციის პროექციაში. ამ კითხვით, მედიალინკმა ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, ჯუზეპე პაზოტოს მიმართა. გთავაზობთ მისი ვიდეო ინტერვიუს ტრანსკრიპტს:

კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია, არის ორი ქრისტიანული ეკლესია, რაზეც ორივე თანხმდება. განსხვავებებზე საუბარი ძალიან რთულია, ვინაიდან უმეტესობა განსხვავება გამომდინარეობს ამ ორი ეკლესიის მდებარეობიდან, ერთი უფრო დასავლეთში პოზიციონირებდა, მეორე კი აღმოსავლეთში. პასტორული გადაწყვეტილებები და შესაბამისად აზროვნებაც გამომდინარეობს ამ ბუნებრივი განსხვავებიდან.


ეს ორი ეკლესია არის სიმდიდრე რწმენისთვის, ერთი ეხმარება იმაში, რომ ადამიანი უფრო მეტად შეიყვანოს ქრისტიანულ საიდუმლოში. მთელი ჩვენი ცხოვრება არის ძებნა. ჩვენ უფრო მეტად უნდა გავიგოთ ვინ არის იესო ქრისტე და რა გამოაცხადა მან ჩვენი ცხოვრებისთვის. პაპი, იოანე პავლე მეორე ამბობდა, რომ არის ორი ფილტვი, რომელიც სხვადასხვაა, მაგრამ ასრულებენ ერთსა და იგივე მსახურებას სხეულისთვის. მე მაგალითად, ძალიან მომწონს ბევრი რამ მართლმადიდებლური ეკლესიიდან და ეს დახმარებაა ჩემი ცხოვრებისთვის.

მე ვფიქრობ, მთავარია ორ ეკლესიას შორის იყოს დადებითი და პოზიტიური შეხედულება. პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს და მოდი ერთად შევიცნოთ ქრისტიანობა. არის განსხვავებები, მაგალითად კათოლიკურ ეკლესიაში უფრო დიდი ყურადღებაა სოციალურ ცხოვრებაზე, თუ როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ჩვენი რწმენით საზოგადოებაში. ყურადღება მეტად არის რწმენაზე, როგორ ვიცხოვროთ ამ რწმენით სხვებთან. მართალია ეკლესია უფრო მეტად აგებულია საიდუმლოებებზე, დოგმატიზმზე, მაგრამ არის ორი და, რომელიც ერთმანეთს უნდა დაეხმაროს. ერთი მეორესთვის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ როგორ იყო ჩართული კათოლიკური ეკლესია საზოგადოებაში, რამდენი პიროვნება არის ცნობილი მთელი საქართველოსთვის და იყვნენ კათოლიკეები, როგორც ფალიაშვილი, თამარაშვილი, და ასე შემდეგ. ამ ბოლო პერიოდში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიპოვნოთ საერთო ენა. ვინაიდან, როცა ვიქნებით საერთო აზრზე, ასევე იქნება ერთი რწმენის ქადაგება.