New York
აშშ და საქართველო ბაიდენის არჩევის შემდეგ
12 Dec. 2020
კატეგორიაამერიკის ამბები
ნახვები: 499
ავტორინათია ჩაჩავა

აშშ და საქართველო ბაიდენის არჩევის შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. თუ მოვლენების განვითარებას გადავხედავთ, აშკარაა რომ  ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა წლიდან წლამდე იზრდება და ძლიერდება. ამერიკული დახმარება მიმართულია როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური ისე სოციალურ-კულტურული სფეროების გასაძლიერებლად. ვაშიგტონის მიზანი საქართველოში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და დემოკრატიული რეფორმების გატარებაა. სწორედ ამ გზის ლოგიკურ გაგრძელებად მიაჩნია აშშ-ს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. ის ასევე  წარმოადგენს საკმაოდ მკაფიო სიგნალს მოსკოვისთვის. სხვადასხვა დროს, თეთრი სახლის ლიდერებს არაერთხელ დაუგმიათ რუსული ოკუპაცია და რუსული აგრესიული საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ამავე პოზიციას იზიარებენ კონგრესმენებიც. ქართული პოლიტიკური ელიტა: როგორც მმართველი ისე ოპოზიციური ძალა ერთხმად თანხმდება რომ ამ რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესია (ისევე როგორც 2009 წლის ივლისში ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი).

როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

ექსპერტები აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.  

წყარო: https://www.atlanticcouncil.org/blogs/new-atlanticist/how-a-biden-presidency-could-change-us-relations-with-the-rest-of-the-world/