სუიციდის შემთხვევები
მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასწავლო დაწესებულების კარი დაიხურა, ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა იმატა. წინასწარი კვლევის მიხედვით, მხოლოდ ნევადას შტატის ამ ოლქში , რომელიც ლას ვეგასიდან სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, 3100 - მა ახალგაზრდა ადამიანმა მიმართა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ( გასულ წელთან შედარებით, 5-11 წლის ასაკობრივ ჯგუფში 24% -ით მეტია, ხოლო 12-17 ასაკობრივ ჯგუფში 31%-ით მეტი) მიმართვიანობა დაკავშირებული იყო სუიციდურ აზრებთან( თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის სურვილი)
როგორია აშშ-ს მთავრობის რეაქცია?
საგანგაშო შემთხვევების მატების გამო, შტატის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს. საყურადღებოა, რომ ნევადას შტატში კორონავირუსის შემთხვევები ყოველ დღიურად მატულობს, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით, სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებს უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან. ფსიქოლოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში სუიციდის შემთხვევების ზრდა არ აიხსნება მხოლოდ კორონა ვირუსით გამოწვეულ პრობლემებითა და პანდემით. თუმცა აშკარაა, რომ მსოფლიოში შექმნილმა ამ ვითარებამ გაამწვავა იმ ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელთაც, პანდემიამდეც აღენიშნებოდათ პრობლემები ამ მიმართულებით.ბოლო დროს, აშშ-ში გახშირებული სუიციდის მიზეზი პანდემიაა?
ნორმალურ გარემოშიც კი როდესაც არ არსებობს პანდემია ან რაიმე სახის საყოველთაო შეზღუდვა, მაშინაც კი როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინება, სუიციდის შესახებ ფიქრი და გადაწყვეტილება არის იმპულსური, არაპროგნოზირებადი და ძირითად შემთხვევებში რთულია მისი დაკავშირება რომელიმე კონკრეტულ მიზეზთან. აშკარაა, რომ პანდემიის გამო შექმნილი ვითარება მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. არსებული ვითარება უჩვეულო და უპრეცედენტოა ფსიქოლოგებისა და ამ სფეროში მოღვაწე თერაპევტებისთვისაც . პანდეიამ შექმნა ისეთი სახის პრობლემებიც, რომელზეც აქამდე არ ჩატარებულა არცერთი კვლევა, შესაბამისად მოცემულ სიტუაციაში რთულია იდეალური გამოსავლის ან გაზმკვლევის პოვნა.როგორია ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ექსპერტების მოსაზრებები?!
მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენელი; ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი , შერონ ჰუვერი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. პანდემიის გამო სახლში ჩაკეტილი მოსწავლეები ოჯახში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაცილებით მწვავედ აღიქვამენ ვიდრე ნორმალურ ვითარებაში, ასევე ისინი მომსწრენი ხდებიან მშობლების კამათის და ხანდახან ძალადობისაც კი. ხშირ შემთხვევაში მათ შეზღუდულად ან საერთოდ ვერ მიუწვდებათ ხელი ფსიქოლოგიური დახმარების იმ სერვისებთან, რომელიც პანდემიამდე სკოლის სივრცეში ხელმისაწვდომი იყო.კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც შეიძლება იყოს სუიციდის მაპროვოცირებელი ეს ოჯახური ძალადობაა- უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პანდემიამდე, სკოლის სივრცეში მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო სპეციალისტსა თუ მასწავლებელს დაედგინა იყო თუ არა მოსწავლე ძალადობის მსხვერპლი, ასევე გაცილებით მარტივი იყო მსხვერპლთან პირადი კომუნიკაციის დამყარება და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. პანდემიის პირობებში კი ბავშვებზე ძალადობის ფაქტების ოფიციალური დადასტურება ვერ ხერხდება, დანაშაულის ასობით შემთხვევა კი აღურიცხავი რჩება - ამბობს ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი : თერეზა ჰაიზარი.
ექიმი ფაუჩი აშშ-ს მთავრობას სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს !!!
აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი დოქტორი ფაუჩი აცხადებს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის გაგრძელება /ღდგენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ფაუჩის რეკომენდაციაა დაიხუროს რესტორნები , ბარები და კაფეები თუმცა ღია დარჩეს ან გაიხსნას სკოლები და სასწავლო დაწესებულებები. აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი უახლეს კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სკოლის ასაკის ბავშვებში ვირუსით დაინფიცირებისა და გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების სრულად გახსნის მოთხოვნით აშშ-ს მასშტაბით იქმნება პეტიციები, იმართება საპროტესტო მსვლელელობები. ცალკეულ შტატებსა და ოლქებში სწავლის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია.