New York
12 Dec. 2020
კატეგორიაამერიკის ამბები
ნახვები: 311
ავტორინათია ჩაჩავა

კუბა ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების შემდეგ

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა არის ის,  რასაც კუბაზე მცხოვრები ადამიანები იმედის თვალით შესცქეროდნენ. ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის - უილ გრანტის თქმით, კუბელების თითქმის უმრავლესობას იმედი აქვს, რომ  ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ კუბასთან ისევ აღადგენს დიპლომატიურ კავშირს. ჟურნალისტის შეფასებით, არსებული სანქციები ადგილობრივ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს და რთულ ეკონომიკურ ვითარებას უფრო ამწვავებს.

რა თქმა უნდა აშშ- კუბას შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივას ბაიდენი თეთრ სახლში, ოვალური კაბინეტის დაკავებისთანავე გადახედავს. როგორც ობამას გუნდის ყოფილი წევრები ამბობენ, 2015 წლის ივლისში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პროცესში აშშ-ს მაშინდელმა ვიცე პრეზიდენტმა დიდი წვლილი შეიტანა.

რა რეაქციაა მოსალოდნელი ჰავანაში? ახლო წარსულსა და ისტორიას თუ გადავხედავთ, კუბის პოლიტიკური ელიტის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მიმართ ნარატივი სავარაუდოდ არ შეიცვლება (ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე). არც განცხადებების შინაარსი იქნება განსხვავებული.

კუბასთან ბაიდენი სავარუდოდ გაითვალისწინებს არჩევნების იმ შედეგებს, რომელიც დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ხისტი პოლიტიკა კუბის მიმართ ფლორიდის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები და მხარდაჭერილია. ამ ფაქტორმა კი  შესაძლოა ჯო ბაიდენი რიგ საკითხებზე დააფიქროს.