New York
კომპანია "ამაზონი" კორონავირუსის დასადგენ ტესტებს გაყიდის.
06 Jan. 2021
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 389
ავტორინათია ჩაჩავა

კომპანია "ამაზონი" კორონავირუსის დასადგენ ტესტებს გაყიდის.

კომპანია "ამაზონი" კორონავირუსის დასადგენ ტესტებს გაყიდის.

ხართ თუ არა კოვიდ -19 ით ინფიცირებული - ამის დასადგენად შესაძლოა სულ მალე ლაბორატორიაში წასვლა, რიგში საათობით დგომა ან კლინიკაში წინასწარ რეგისტრაცია აღარ დაგჭირდეთ. კომპანია "DxTerity” მომხმარებელს კორონავირუსის ახალი თაობის ტესტს სთავაზობს, ტესტის გაკეთება სახლის პირობებშია შესაძლებელი. უახლესი ტიპის ტესტები ჯერ-ჯერობით მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი. ტესტის შეძენა კომპანია "Amazon"- ის ვებ გვერდზეა შესაძლებელი. ერთი ცალი ტესტის ღირებულება 110$ დოლარია , მთელი პაკეტის კი 1000 $. ტესტი ამ ეტაპზე მხოლოდ ცალობით იყიდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია " DxTerity”-ის ტესტი ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ოფოციალურად არის აღიარებული.

ტესტის შეფუთვას თან მოჰყვება სპეციალურად განკუთვნილი ცარიელი კოლბა, რომელიც ნერწყვის ნიმუშის შესანახად გამოყენება. ნიმუში ლოს ანჟელესის ლაბორატორიაში იგზავნება . პაციენტი პასუხს 24 დან 72 საათის განმავლობაში იღებს.