New York
COVID-19 და საქართველოს ეკონომიკა
11 Dec. 2020
კატეგორიაბიზნესი
ნახვები: 582

COVID-19 და საქართველოს ეკონომიკა

COVID-19-ის ეკონომიური ეფექტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო საერთაშორისო ვაჭრობაზე, ძირითადად, შეზღუდვები არ დაწესებულა, დიდი ალბათობით, მაღალი რისკის ქვეყნებში განვითარებული ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ იქონიებს ზეგავლენას მათ პარტნიორებზეც. საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, რომელთანაც გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა (2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის 17,2%), ჩინეთის წილი ექსპორტში, იმის მიუხედავად, რომ იანვარ-თებერვალში ამ ქვეყანაში უკვე დაწყებული იყო კორონავირუსის აფეთქება, ასევე დიდია და 12,4%-ს შეადგენს, მესამე ადგილზეა რუსეთი, რომლის წილიც ექსპორტში, დროის იგივე მონაკვეთში, 11,5%-ს შეადგენდა

საქსტატის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვისტეციების 47.2%-ს უტოლდებოდა. ამერიკიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტიციების 7.8%-ია, ხოლო ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები - 3.2%. 2019 წლის მონაცემებით 15 ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის არიან აშშ, ჩინეთი და იაპონია. არსებულ ქვეყნებში ვირუსული აფეთქების ეკონომიკური ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც. ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელი წლების მანძილზე ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. ახლა ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალურია

2020 წელს ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის ნულამდე დაცემა, რადგან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და კოვიდ19-ის ზემოქმედება ზღუდავს მოხმარებას, ტურიზმისა და ვაჭრობის ზრდას. 4,5%-მდე გაუმჯობესებას ადგილი ექნება 2021 წელს, როდესაც შიდა მოთხოვნის ზრდას ხელს შეუწყობს შინამეურნეობებზე გაცემული საბანკო კრედიტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და გზავნილების საწყის დონეზე დაბრუნება პროგნოზირებულია, რომ ამონაგები საცალო ვაჭრობიდან და განათლების სექტორში მთავრობის დანახარჯების ზრდა 2020 წელს 1,1%-ით, ხოლო 2021 წელს 6,3%- ით გაზრდის მომსახურებას. აქედან 2021 წლის მონაცემები ტურიზმის სფეროში მოსალოდნელ გაუმჯობესებას ასახავს. 2020 წელს პროგნოზირებულია მრეწველობის ზრდის 3,1%-იან ნიშნულზე შეჩერება მშენებლობისა და წარმოების ტემპის შენელების ფონზე, თუმცა 2021 წელს მოსალოდნელია 2,1%-ით ზრდა, მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. 2020 წელს პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის დარგის მცირე კლება 0,7%-ით, ხოლო 2021 წელს 0,4%-თ ზრდა, დარგში განხორციელებული ინვესტიციების ზრდასთან ერთად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა (WEO) განაახლა. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება; უფრო ოპტიმისტურია IMF-ის პროგნოზი 2022 წლისთვის და ის 6%-იან ზრდას შეადგენს. არსებული მონაცემებით, 2020 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა, შესაბამისად იმისთვის, რომ IMF-ის პროგნოზი გამართლდეს, წლის ბოლო კვარტალში რეცესია 4%-ზე მეტი არ უნდა იყოს. 

IMF-ის მსგავსად საქართველოს მთავრობაც 2021 წელს 5%-იან აღდგენას მოელის, სწორედ ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტიც. შედარებისთვის ეს შედარებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს 4%-იან აღდგენას ელის. 

ავტორი: ნიკოლოზ ცანავა