New York
გაიცანით ნანა ჩარკვიანი - ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს 18 წლის ქალიშვილი
კატეგორიაახალი ამბები
ნახვები: 290

გაიცანით ნანა ჩარკვიანი - ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს 18 წლის ქალიშვილი

ამ პატარა გოგოს საზოგადოება სოციალური ქსელებით უკვე იცნობს. ფეისბუქსზე და ინსტაგრამზე ძალიან აქტიურია, გარდა ამისა მას აქვს თავის მუსიკა (მუსიკას წერს) და ამ თავის მუსიკალურ ნამუშევრებს, პატარ-პატარა კლიპების სახით, იუთუბ არხზე დებს. თავს ინდივიდუალურ ადამიანად მიიჩნევს და არ უნდა, რომ ცნობილი ოჯახის ჩრდილქვეშ იყოს, იცნობდნენ როგორც ცნობილი მამისა და დედის შვილს. რამდენიმე წელი ლონდონში ცხოვრობდა და სწავლობდა, მაგრამ ბოლო პერიოდი საქართველოშია.

მოკლედ, ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს 18 წლის ქალიშვილი ნანა ჩარკვიანია, რომელიც მამას ძალიან ჰგავს, შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო გოგოა, საკმაოდ განათლებული და მოაზროვნე. ცნობილმა ბაბუამ, გელა ჩარკვიანმა მის პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. ბევრი ასწავლა და ასწავლის. მათ ერთმანეთთან უფრო მეტი, მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობაა. ჩვენი ინტერვიუ დაგარწმუნებთ მის კარგ განათლებაში და აღზრდაში.

_ ნანა, პატარა იყავი როცა ირაკლი დაიღუპა, თუმცა მგონია რომ ყველაფერი გახსოვს, რადგან არაორდინალური ადამიანი იყო, ყოველთვის გამორჩეული არამხოლოდ მუსიკით, ვიზუალით, არამედ თავისი მოქმედებებით, თვისებებით, რაც მის ყოველდღიურებში კარგად ჩანდა, ჩანდა როგორი საინტერესო იყო.

_ ირაკლი ასე, ფიზიკურად არ მახსოვს, მაგრამ მისი მენტალური სურათი თავში ბავშობიდან მაქვს. მასთან ისეთი მოგონებები არ მაკავშირებს, როგორც სხვა ბავშვეს მამებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ირაკლისთან, ვთვლი რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.

_ ახლანდელ დროში მოიხსენიებ. ბევრი ვიცი გარდაცვლილს აწმყოში იხსენებს, რადგან ასე უნდა, ასე გრძნობს და ალბათ ასეც არის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები ფიზიკურად ჩვენთან არ არიან, მაგრამ სულიერად არასოდეს გვტოვებენ. სულ დაგვტრიალებენ თავს. რას ნიშნავს შენთვის მისი აწმყოში არსებობა?

 _ ცნობიერად არაფერი მახსოვს გარდა მისი ზურგისა, მაგრამ მისი სიღრმე და უვადობა საოცრად მავსებს. ირაკლი ჩემთვის დიდი მოტივაციაა! ის ჩემი სულიერი თანამგზავრია.

_  რით გავხართ ერთმანეთს?

_ ხშირად მეუბნებაინ რომ მისი თვალები მაქვს. მიხარია, ძალიან ღრმა თვალები ჰქონდა. ქეთათო ხანდახან ძალიან მამსგავსებს და ფოტოებს მიღებს.

- დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, როგორ ფიქრობ, როგორი ურთიერთობა გექნებოდათ?

- რთულია ამაზე საუბარი. ნებისმიერი ადამიანის პროგნოზირება მერთულება, მითუმეტეს ირაკლი ჩარკვიანის. დარწმუნებული ვარ არ მოგვაწყენდა.

    _ შენ ფაქტობრივად, ბებია-ბაბუასთან გაიზარდე. გელა რატომღაც მგონია და ასე ვხედავ, რომ ძალიან კარგად ეწყობა ახალ თაობას. მან ძალიან ბევრი რამ გასწავლა და გაგხადა ისეთი სწავლული უკვე ამ ასაკში, რომ ბევრი ინატრებდა ასეთ ბაბუას. ძალიან თანამდროვე ადამიანია. როგორ უყურებს ის შენს გატაცებებს, აზროვნებას, სურვილებს და მოქმედებებს, უკვე ვიცით, მაგრამ როგორია შენთვის მასთან ურთიერთობა?

    _ ჩემი და გელას ურთიერთობა წლებთან ერთად ძალიან იხვეწება. უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩვენ შორის დიალოგები ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანია. შეიძლება ვახშმის მენიუს შერჩევიდან გადავიდეთ ფილოსოფიის ან პოლიტიკის განხილვაზე. ყოველთვის ვცდილობთ არ მოვიწყინოთ. ჩემმა ბებია-ბაბუებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პიროვნულ  ჩამოყალიბებაში. მადლიერი ვარ რომ გელა და გულიკო (მეორე ბებია. დედის მხრიდან) სულ ჩემთან არიან.

    _ როგორია ირაკლი ჩარკვიანის შვილის სამომავლო გეგმები, რას უკავშირდება?

    _ ამჟამად აბიტურიენტი ვარ. უცხოეთში წასასვლელად ვემზადები. სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმიღეს, ამერიკაშიც და ევროპაშიც. ყველა პასუხი რომ მომივა, მაშინ გადავწყვეტ სად წავალ. ეს არ არის მარტივი პროცესი თუგინდ მენტალურად, ფინანსურად თუ ფილოსოფიურად,  მაგრამ მიხარია ახალი თავგადასავალი, რომლიც  ამ მოგზაურობას უკავშირდება. რამდენხანია ახალი მუსიკა არ დამიდია, მაგრამ „ფარდებს“  უკან ვმუშაობ და ვერთობი. ხანდახან სოციალურ ქსელებში ვწერ ტვინში, წამიერად გაელვებულ იდეებს და იშვიათად ფუნჯითაც ვჯღაბნი ტილოზე. რაც შეეხება ისევ სამომავლო გეგმებ: ალბომზე ვმუშაობ და ალბათ მალე მუშაობასაც დავიწყებ, მაგრამ ჯერ არ გავამხელ  სად.

    _ არის ვინმე ოჯახში ისეთი, ვისაც შენი არ ესმის და სულ შენიშვნებს გაძლევს?

    _  ძალიან ვამაყობ ჩემს ოჯახთან ჩამოყალიბებული ურთიერთობებით რადგან არცთუ ისე ხშირია მსგავსი მეგობრული, ინტელექტუალური მზრუნველი, გამგები და ჯანმრთელი ურთიერთობები ჩემს თანატოლებთან.

    _ ყველაზე მეტად რა გინდა?

    _ მინდა ბევრი ვისწავლო, ბევრი გავერთო და ბევრი ვიფიქრო - იქნებ გავუგო რამე ამ ცხოვრებას.

    _ წარმოგიდგენია, შენ რომ სხვა, ძალიან უბრალო, ჩვეულებრივ, არაცნობად და არაინტელიგენტურ ოჯახში დაბადებულიყავი, როგორი ცხოვრება გექნებოდა?

    _  ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს გენეტიკას, გარემოს, კულტურას, ამინდსაც კი ამიტომაც, სიამოვნებით ისევ ის ნანა ვიქნებოდი , რაც ვარ. მგონი გამიმართლა რომ ზუსტად აქ, ამ ოჯახში დავიბადე და ასეთ დროს! სხვანაირად ვერც  წარმომიდგენია ყოფილიყო!

    _ შენ ძალიან გავლენიანი ბაბუა გყავს, გელა ჩარკვიანი, კიდევ უფრო გავლენიანი დიდი ბაბუა იყო - კანდიდი ჩარკვიანი. რა იცი მის შესახებ, რა მოუყოლია შენთვის გელას კანდიდზე?

    _ სკოლაში, ისტორიის გაკვეთილზე არაერთხელ გამიგია კანდიდის სახელი და გელასთანაც ბევრჯერ მილაპარაკია მასზე. ვიცი რომ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, არამხოლოდ თანამდებობრივად. სტალინურ ეპოქაში პირველი კაცი იყო და მეამაყება, რომ მისი შთამომავალი ვარ. ვიცი, ის რომ პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო 15 წლის განმავლობაში, ბერიას „ჩეკას“ უფროსად დანიშვნის და მოსკოვში გადასვლის შემდეგ გახდა, ვიცი ის, რომ სხვებზე მეტად ზომიერი და კეთილგონიერი მმართველი იყო. სწორედ მის დროს განხორციელდა ის ცვლილებები, რომლებმაც შეცვალა საბჭოთა საქართველო, მთლიანად საქართველოს ცხოვრება შეცვალა სასიკეთოდ.

    _ ოჰო, საინტერესოა. ბევრმა ეს არ იცის, მითუმეტეს შენი თაობის ახალგაზრდებმა. მაშინ ისიც გვითხარი, რა შეცვალა შენმა დიდმა წინაპარმა, კანდიდ ჩარკვიამა საბჭოთა საქართველოში?

    მის ხელმძღვანელობით მოხდა სწრაფი ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია.

    _ გელას ძალიან საინტერესო წიგნები აქვს გამოცემული, სადაც კანდიდ ჩარკვიანზე ბევრი საინტერესო რამ წერია, ეს ისეთი წიგნებია, დოკუმენტური, რომ ჩაუჯდები და თავს ვეღარ აიღებ. წაკითხული გაქვს?

    სამომავლოდ გელას წიგნების წაკითხვასაც ვაპირებ რომ უფრო კარგადაც ვიცოდე.

    წყარო: თბილისელები